რეკლამა

ფულის ეკონომიისა და ხარჯების შემცირებისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები

17 იანვარი, 2017 • 1906
ფულის ეკონომიისა და ხარჯების შემცირებისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები

Vivus ge შენი მეგობარი კომპანიაა და ამ მეგობრობის მთავარი გამოხატულება გახლავთ სწრაფი და კომფორტული ონლაინ სესხები, რომელსაც ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ყველაზე დაბალ პროცენტში იღებთ.

50-დან 650 ლარამდე swrafi sesxebi-ს პარალელურად vivus – ისა და მისი მომხმარბლების მეგობრობა სხვა წვრილმანებშიც ვლინდება. მაგალითად: სახალისო გათამაშებები, ფასდაკლების აქციები, საჩუქრები და vivus.ge-ს ბლოგის რჩევები.

ეს სტატიაც მეგობრობის ერთ-ერთი გამოვლინება გახლავთ, რადგან მისი საშუალებით vivus.ge-ს ბლოგი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ფულის ეკონომიისა და ხარჯების შემცირებისას დაშვებული ყველაზე ხშირი შეცდომები.

მაშ ასე, კარგად გადაავლეთ თვალი ფინანსისტებისა და სოციოლოგების მიერ ერთობლივად დადგენილი შეცდომების  კრებულს და მაქსიმალურად შეეცადეთ არცერთი მათგანი არ გაიმეოროთ.

შეცდომა N1 – ყოველი თეთრის კონტროლი.

ცდებით თუ გგონიათ, რომ ზედმეტი ერთი ლარის დახარჯვა თქვენს ბიუჯეტს ზიანს მიაყენებს.

სინამდვილეში საზიანოა ისეთი ნივთებისა და მომსახურებების შეძენა, რომელიც თქვენი ფინანსური შემოსავლის მქონე ადამიანისთვის ზედმეტად მაღალია.

შეცდომა N2 – ფასების კონტროლი.

დაბალფასიანი პროდუქციის შეძენით საკუთარ ბიუჯეტს სერიოზულ სარგებელს ვერ მოუტანთ.

უმჯობესია კარგად გადაავლოთ თვალი საკუთარ ხარჯებს და სიიდან ამოიღოთ ის რის გარეშეც ცხოვრება შესაძლებელია.

აქ საუბარი არ არის საკვებსა და მსგავსი აუცილებლობის მქონდე პროდუქციაზე, მაგრამ მაგალითად სიგარეტის ხარჯზე უარის თქმა თქვენი ჯანმრთელობისთვისაც კარგი და თქვენი ჯიბისთვისაც.

შეცდომა N3: ეკონომიის გაკეთება დარგის სპეციალისტის გარეშე.

ამ შეცდომის თვალსაჩინოებისთვის ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ვთქვათ ირჩევთ სამედიცინო დაზღვევას და ცდილობთ მოიძიოთ ყველაზე დაბალფასიანი. ეს შეცდომაა, თუ თქვენ დაზღვევის ან მედიცინის სპეციალისტი არ ხართ, რადგან შესაძლოა ეკონომიის ნაცვლად პირიქით ზიანიც კი მიაყენოთ თქვენს ბიუჯეტსა და ჯანმრთელობას.

შეცდომა N4: ოჯახური ბიუჯეტის გეგმის არქონა.

საუბარია გეგმაზე, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა შემოსავალი და ხარჯი.

შეცდომა N5: ინახავთ და უქმად აჩერებთ ფულს.

ეს შეცდომა ფართოთ გავრცელებული და საზიანო გახლავთ, რადგან თანხის ყულაბაში შენახვის ნაცვლად ჭკვიანი ადამიანები მას საქმეში აბანდებენ და მოგებას იღებენ.

იმ შემთხვევაში თუ ფულის ბიზნესში ჩადება არ გსურთ ან ჯერ არ გაქვთ გადაწყვეტილი, რომელი ბიზნესსაქმიანობა არის თქვენთვის საინტერესო, შეინახეთ თქვენი დანაზოგი ბანკში სადაც პროცენტი დაგერიცხებათ.

და ბოლოს, გახსოვდეთ, ხარჯების შემცირებაზე დროის ხარჯვას, სჯობს ეს დრო შემოსავლის გაზრდაზე ან შემოსავლის გაზრდის გზების ძიებაზე დახარჯოთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი