რეკლამა

როგორ ვაქციოთ ახალი წელი ნამდვილ დღესასწაულად ბავშვისთვის?

19 დეკემბერი, 2016 • 4389
როგორ ვაქციოთ ახალი წელი ნამდვილ დღესასწაულად ბავშვისთვის?

 ახალი წელი გრინჩისა და გრინჩების გარდა, ყველასთვის სასიამოვნო და საყვარელი დღესასწაულია. განსაკუთრებული ენთუზიაზმითა და სიხარულით მას ბავშვები ხვდებიან.

მშობელი ვალდებულია თავის პატარას სადღესასწაულო პერიოდში ნამდვილი დღესასწაული შეუქმნას, რითაც ბავშვობის დაუვიწყარ მოგონებებს აჩუქებს.

დღეს vivus-ის ბლოგი დაგეხმარებათ ამ ვალდებულებას ღირსეულად გაართვათ თავი.

ჩვენ რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ და სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ გეტყვით იმასაც, რომ მცირე ფინანსური პრობლემის მოგვარების საუკეთესო საშუალება გახლავთ ონლაინ სესხები.

მათ შორის საუკეთესო ალტერნატივა კი არის ლიდერი კომპანია vivus ge, სადაც პირველი sesxi უპროცენტოა, განმეორებითი სესხები კი ყველაზე დაბალ პროცენტში გაიცემა.

რაც შეეხება სტატიის მთავარ თემას, პირველ რიგში გირჩევთ, სახლი საახალწლოდ მორთოთ და სადღესასწაულო გარემო შექმნათ.

მეორე რჩევა იქნება, ბავშვს უამბოთ ახალი წლის დღესასწაულის შესახებ და ეს მისთვის გასაგებ, მარტივ ენაზე გააკეთოთ.

აუცილებლად ასწავლეთ, რომ ყველაფერი ცუდი ძველ წელს უნდა გაატანოს და ახალ წელს ახალი იმედებითა და პოზიტივით შეხვდეს.

ბავშვის წინასაახალწლო სამზადისში ჩართვისა და მისი გამხიარულების მიზნით, მასთან ერთად ადევნეთ თვალი კალენდარს. 20 დეკემბრიდან უკვე დაიწყეთ თქვენს პატარასთან ერთად კალენდარში დღეების მონიშვნა, შეუქმენით მას რაღაც დიადის მოლოდინი, ეს ბავშვს სასიამოვნო ემოციებს გაუჩენს და დღესასაულს შეაყვარებს.

წინასაახალწლო პერიოდში წაუკითხეთ თემატური ზღაპრები, ლექსები და ამღერეთ სიმღერები.

მასთან ერთად დაამზადეთ საახალწლო აქსესუარები. ისეთები როგორიცაა ქაღალდის ფიფქები, დეკორაციები და მარტივი სათამაშოები.

მიაღებინეთ მონაწილეობა სახლში სახალწლო დეკორაციების განთავსებაში და თუ მისი ასაკი ხელს გიწყობთ, საშუალება მიეცით ეს დამოუკიდებლად გააკეთოს.

დაეხმარეთ საახალწლო საჩუქრების შერჩევაში ან დამზადებაში და მათ სათანადოდ შეფუთვაში. თან აუხსენით საახალწლო საჩუქრის მნიშვნელობა. ეს თქვენ პატარას არამხოლოდ გაამხიარულებს, არამედ საყვარელი ადამიანების გახარების ხიბლსაც ასწავლის, რაც მომავალში მის კეთილშობილ არსებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

აუცილებლად მიაღებინეთ მონაწილეობა საახალწლო ნაძვის ხის მორთვაში.

ახალი წლის ღამეს ნუ დააძინებთ ადრე. მიეცით უფლება მაქსიმალურად დატკბეს დღესასწაულით და რაც შეიძლება მეტი სასიმოვნო მოგონება შემორჩეს მის მეხსიერებას.

12 საათის დადგომამდე ბავშვთან ერთად დაემშვიდობეთ ძველ წელს, დაუქნიეთ ხელი წარმოსახვით რეალობას და სიტყვიერადაც დაემშვიდობეთ გასულ წელს. ეს თქვენს პატარას მისტიურ და ზღაპრულ სამყაროში გადაიყვანს.

მისტიკისა და ზღაპრების ბავშვის რეალობასთან დასაახლოებლად მიეცით მას საშუალება ხელში დაიჭიროს შუშხუნა. პატარას თვალში ეს მართლაც ზღაპრული სანახაობაა, ამიტომ ნუ წაართმევთ ამ სიამოვნებას ხელის დაწვის შიშით, აკონტრილეთ სიფრთხილის ზომების დაცვის პროცესი და ყველაფერი კარგად იქნება.

და ბოლოს, გაისეირნეთ ბავშვთან ერთად ღამით. საახალწლოდ მორთული ქუჩები მისთვის აღტაცების მიზეზი გახდება და გააბედნიერებს. თუ გაგიმართლათ და თქვენს ქუჩაზე თოვლიც იქნება, მაშინ ჩათვალეთ, თქვენს პატარას ბედნიერების ნამდვილ ზღვას აჩუქებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი