რეკლამა

პრო ბონო კრეატიული მარათონი

1 ნოემბერი, 2016 • 2325
პრო ბონო კრეატიული მარათონი

 საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით 29-30 ოქტომბერს, ტექნოპარკის დიდ საკონფერენციო დარბაზში საქართველოში პირველი კრეატიული პრო ბონო მარათონი მოაწყო. ღონისძიება  გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. პრო ბონო მარათონი არის ექსკულუზიური ერთდღიანი საკონსულტაციო ღონისძიება,  რომლის ფარგლებშიც პრო ბონო კომპანიების პროფესიონალთა გუნდები მუშაობდნენ ბენეფიციარ სამოქალაქო ორგანიზაციებთან, სოციალურ საწარმოებთან მათ წინაშე არსებული პრობლემების  გადასაჭრელად.

კრეატიული სააგენტოების – ABK; Betterfly; Holmes & Watson; Leavingstone; JWT Metro; Saatchi & Saatchi; Windfor’s პროფესიონალებმა ბენეფიციარი სოციალური საწარმოებისათვის უსასყიდლოდ იმუშავეს ინოვაციური და კრეატიული მარკეტინგული სტრატეგიების შესამუშავებლად.   ენეფიციარი სოციალური საწარმოები: ავტოლაიფი; ბაბალე; ბემონი; ეთნოდიზაინი; იკორთა; კოდალა; ფარშევანგი

ღონისძიებას მასპინძლობდა საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტო. პრო ბონო კრეატიული მარათონის მხარდამჭერები იყვნენ ვისოლ ჯგუფი, ძმები ასკანელები, IDS ბორჯომი საქართველო, ფრონტლაინ კლუბი. 

ღონისძიების ორგანიზატორების შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც სამოქალაქო სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება გააჩნია და უკვე 10 წელია უძღვება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამას. 2015 წლიდან CSRDG-ი კოორდინირებას უწევს საქართველოს პრო ბონო ქსელს და ახორციელებს Pპრო Bბონო სერვისების მედიაციის ინიციატივას. ინიციატივის მიზანია პრო ბონო სერვისების მიმწოდებელი კომპანიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დაკავშირება ექსპერტიზის ხელმისაწვდომობისათვის. ინიციატივის მხარდამჭერები არიან კორპორატიული ფონდი BMW Foundation Herbert Quandt და საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაცია Taproot Foundation.

`საქართველოს პრო ბონო ქსელი~ შეიქმნა 2015 წელს. იგი წარმოადგენს საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანებას, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. საქართველოს პრო ბონო ქსელის მიზანია კომპანიათა ექსპერტიზის ჩართვა საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებაში.

რა არის პრო ბონო

პრო ბონო არის შემოკლებული ფორმა ლათინური გამოთქმისა “პრო ბონო პუბლიკო”, რაც ნიშნავს „საზოგადოების საკეთილდღეოდ”. ტერმინი „პრო ბონო სერვისები” გულისხმობს სამოქალაქო ორგანიზაციების ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდ, ან სიმბოლურ ანაზღაურებად, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ.

პრო ბონო სერვისები კერძო სექტორის ექსპერტიზასა და ინტელექტუალურ  რესურსებს ხელმისაწვდომს ხდის საზოგადოების საკეთილდღეოდ მომუშავე ორგანიზაციებისათვის. ამ გზით კომპანიები ეხმარებიან საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომელთა ინტერესებსაც ემსახურება და გამოხატავს ესა თუ ის სამოქალაქო ორგანიზაცია.

Pro Bono Marathon

მასალების გადაბეჭდვის წესი