რეკლამა

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს

17 ოქტომბერი, 2016 • 1659
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს და პირველ მაღაზიას 26 მაისის მოედანზე მდებარე მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ რესტორანში ხსნის. სათამაშოების მაღაზიებში ყველასათვის ხელმისაწვდომ ფასად გაიყიდება არა მხოლოდ „ვენდის“ ბრენდირებული ნივთები და აქსესუარები, არამედ ხვადასხვა ცნობილი ბრენდების სათამაშოები, სასაჩუქრე ნივთები და სასაჩუქრე ვაუჩერები. პირველი მაღაზია ღია იქნება ყოველდღე 9-დან   23 საათამდე.

wendys

„ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ განვითარების ახალ ფაზაში შედის. თავიდან დავიწყეთ იმით, რომ „ვენდი“ საქართველოში იმდენად საინტერესო კონცეპციით განვავითარეთ რესტორნებში კაფეს, სათამაშო ზონის, დაბადების დღეების ცენტრის ინტეგრაციით, რომ   უამრავი სხვა წამყვანი ქვეყანა გეგმავს „ვენდის“ ქსელის განვითარებას ქართული მოდელით, განვაგრძეთ იმით, რომ „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში „ვენდიმ“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და კიდევ უფრო ხაზი გაუსვა იმას, რომ „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“, ახლა კი „ვენდი“ რესტორნებში სათამაშო მაღაზიების ქსელის განვითარებას იწყებს, რაც მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტის შეთავაზებაა და აჩქარებული ცხოვრების რიტმში საინტეესო საჩუქრის შერჩევის მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ გზას წარმოადგენს“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, 26 მაისის მოედანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გლდანში, კახეთის გზატკეცილზე სავაჭრო კომპლექს „ესთ ფოინტსა“ და გორში მდებარეობს. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი