რეკლამა

 1 ოქტომბერი – ვარდისფერი მსვლელობა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ!

30 სექტემბერი, 2016 • 2713
 1 ოქტომბერი – ვარდისფერი მსვლელობა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ!

1 ოქტომბერს, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ  ბრძოლისადმი მიძღვნილი ვარდისფერი ოქტომბრის ფარგლებში, კომაპნია  ეივონ (AVON) კოსმეტიქს საქართველოს ეგიდით და ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით, ქ. თბილისში მასშტაბური ვარდისფერი მსვლელობა გაიმართება.

მსვლელობის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ძუძუს კიბოს რისკების შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია რეგულარული თვითშემოწმების და კიბოს სკრინინგის აუცილებლობის შესახებ. ძუძუს კიბო ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული დაავადებაა ქალებში, ამავე დროს, ნაადრევ სტადიაზე აღმოჩენისას, 10-დან 8 შემთხვევაში დაავადება განკურნებადია.

მსვლელობის განრიგი:

13:00 – 14:00 შეკრება ფილარმონიის წინ, მსვლელობის მაისურების და პრომო მასალების დარიგება.
14:00 – 15:00 მსვლელობა ფილარმონიიდან პირველი სკოლის მიმართულებით.
15:00 – 17:00 აქტივობა პირველი სკოლის წინ, საინფრომაციო მასალების გავრცელება, ექიმის კონსულტაცია და მამოგრაფიული შემოწმების გავლა, გასართობი ღონისძიებები.
16:00 – 17:00 საქველმოქმედო კონცერტი, აქტივობის დახურვა​.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.libertybank.ge/Pink

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ – 032 2508 508

file

მასალების გადაბეჭდვის წესი