რეკლამა

ჭოროხი-აჭარისწყლის მდინარის აუზის მართვის გეგმის განხილვა

3 აგვისტო, 2016 • 2984
ჭოროხი-აჭარისწყლის მდინარის აუზის მართვის გეგმის განხილვა

2016 წლის 2 და 3 აგვისტოს, კავკასიის რეგიონულმა გარემოსდაცვითმა ცენტრმა, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ქალაქ ბათუმსა და შუახევში, ჩაატარა საჯარო-საკონსულტაციო შეხვედრები ჭოროხი-აჭარისწყლის მდინარის აუზის მართვის გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიის განსახილველად.

13883939_1079471798755318_482238220_n - Copyმართვის გეგმა შემუშავდა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის მიერ – პროექტის „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვის პროექტის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია „ჰულა და კომპანია-ჰიუმან დაინამიკს კგ“ (Hulla& Co. Human Dynamics KG.)

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო განხილვა 2 აგვისტოს გაიმართა.

შემდეგი შეხვედრა 3 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში შედგა. იგი, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსმა, ბ-მა ვახტანგ წულაძემ გახსნა.

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის, ქედას და ხულოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენელებმა.

13884356_10207397277785432_352818791_nმონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნენ ჭოროხი-აჭარისწყლის საპილოტე აუზის მართვის გეგმის პროექტის საბოლოო ვარიანტს. განსახილველად წარმოდგენილ დოკუმენტში ასახული იყო წინა საკონსულტაციო შეხვედრების ციკლის ფარგლებში მიღებული შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე განახლებული პროგრამული ღონისძიებები, სანაპირო წყლების ჩათვლით. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ქონდათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიებში. მათ თავიანთი კომენტარები და წინადადებები გაუზიარეს ორგანიზატორებს, გეგმის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით.

დისკუსიების შემდეგ სამუშაო ვერსიაში ცვლილებები შევა, დოკუმენტის საბოლოო ვერსია კი, რეკომენდაციათა პაკეტის სახით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დასვის სამინისტროს და აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გადაეგზავნება.

13898544_10207403455899881_318490068_o - Copyმდინარე ჭოროხი-აჭარისწყლის აუზის მართვის გეგმა, რომელიც ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა, წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ დოკუმენტს აჭარის რეგიონისთვის. შესაბამისად, აღნიშნული გეგმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისათვის, ასევე რეგიონის მდგრადი განვითარების თვალსაზრისითაც.

errrrrrrrrrrrrrr

მასალების გადაბეჭდვის წესი