რეკლამა

ჩაინიშნეთ ეს დღე კალენდარში! თქვენი მდინარის აუზის მომავლის უზრუნველყოფა!

28 ივლისი, 2016 • 2425
ჩაინიშნეთ ეს დღე კალენდარში! თქვენი მდინარის აუზის მომავლის უზრუნველყოფა!

საჯარო საკონსუტაციო შეხვედრები  გაიმართება ჭოროხი-აჭარისწყლის საპილოტე აუზისთვის – მდინარის აუზის მართვის გეგმის  საბოლოო სამუშაო ვერსიის განსახილველად, სანაპირო წყლების შეფასებისა და მონიტორინგის ჩათვლით. მართვის გეგმა  შემუშავდა  პროექტის  „საერთაშორისო მდინარეთა აუზების გარემოს დაცვის  პროექტის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია „ჰულა და კომპანია-ჰიუმან დაინამიკს კგ“ (Hulla& Co. Human Dynamics KG.)

European-Union-Jobs-in-GhanaHUMAN_DYNAMICS_LogoRecc

 

 

 

 

საჯარო საკონსუტაციო შეხვედრები, ჭოროხი-აჭარისწყლის საპილოტე უაზისთვის, არის კარგი შესაძლებლობა  მდინარის აუზის მართვის გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიისა და დაგეგმილი ღონისძიებების გასაცნობად. ყველა დაინტერესებულ მხარესა და საზოგადოების წევრებს ექნებათ შესაძლებლობა გამოთქვან საკუთარი აზრი, გააკეთონ კომენტარი და წამოაყენონ წინადადებები.

 საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება შემდეგ დღეებში:

  • 2016 წლის 2 აგვისტოს, შუახევში. შეხვედრას დაესწრებიან დაინტერესებული მხარეები ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან;
  • 2016 წლის 3 აგვისტოს, ბათუმში. შეხვედრას დაესწრებიან დაინტერესებული მხარეები ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან;

ინფორმაცია შეხვედრის ადგილსა და დღის წესრიგზე, მდინარის აუზის მართვის გეგმის სამუშაო ვარიანტთან ერთად,  ხელმისაწვდომი იქნება 15 ივლისიდან ვებ-გვერდზე: www.blacksea-riverbasins.net  და www.rec-caucasus.org . იმეილის მისამართი გამოცხადდება მოსაზრებებისა და კომენტარების გასაგზავნად.

ჩვენ ვეპატიჟებით ყველა დაინტერესებულ პირსა და ფართო საზოგადოებას  საკონსულტაციო შეხვედრაზე დასასწრებად.  ადგილი დარბაზში შეზღუდულია, ამიტომ, გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინეთ დასწრების სურვილი შემდეგ მისამართებზე:

ველით თქვენს მონაწილეობას!

დამატებითი ინფორაციისათვის გთხოვთ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდი:  www.blacksea-riverbasins.net

მასალების გადაბეჭდვის წესი