„საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2016 წელს“ – გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო

„საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2016 წელს“ – გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინვესტიციების მართვის კომპანიამ დღეს განაცხადა.

ჟურნალმა Global Finance მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით მე-17-ედ გამოავლინა. გალტ & თაგარტი უკვე მეორე წელია, რაც Global Finance -ის მიერ საუკეთესო საინვესტივიო ბანკად სახელდება საქართველოში. აღნიშნული ჯილდო გალტ & თაგარტმა შარშანაც მიიღო.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

გალტ & თაგარტი

Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებ-გვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 28 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.gt.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი