ნეტგაზეთი | ბილაინის აქცია – გამოიყენე საქართველოს ბანკის მობაილბანკი ინტერნეტის გარეშე ბილაინის აქცია – გამოიყენე საქართველოს ბანკის მობაილბანკი ინტერნეტის გარეშე – Netgazeti

ბილაინის აქცია – გამოიყენე საქართველოს ბანკის მობაილბანკი ინტერნეტის გარეშე

31 მარტი, 2020, თბილისი – საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი  აგრძელებს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას.

მომხმარებელთა კომფორტისთვისა და სახლში დარჩენის მოტივაციისთვის, ბილაინის აბონენტებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის მობილბანკით ინტერნეტის დახარჯვის გარეშე ისარგებლონ და მიიღონ ყველა საჭირო საბანკო მომსახურება ონლაინ.

შედეგად, საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის გამოყენებისას, ბილაინის მომხმარებელს არ დაეხარჯება ინტერნეტი და საბანკო ოპერაციების განხორციელებას იმ შემთხვევაშიც შეძლებს, თუ ინტერნეტის ბალანსზე არაფერი ერიცხება.

ბილაინის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია ციფრული პროდუქტების განვითარება და მხარდაჭერა როგორც კომპანიის შიგნით, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობით. Covid-19-ის ქვეყანაში აღმოჩენისთანავე ბილაინმა დაიწყო პრევენციული ზომების მიღება და სადღეისოდ, კომპანია სრულადაა გადასული დისტანციურ მუშაობაზე, სატელეფონო ცენტრის  ჩათვლით.

მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ბილაინის ყველა მომსახურება სახლიდან გაუსვლელად, ციფრული არხებით: აპლიკაციით MyBeeline, განახლებული ვებგვერდით www.beeline.ge, ასევე facebook-ისა და ონლაინ ჩატებით.  აბონენტებისთვის ჩვეულებრივაა ხელმისაწვდომი ბილაინის სატელეფონო ცენტრიც.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი