„ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობა

„ლიბერთი ბანკი“ საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი ბანკია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. „ერთად შევცვალოთ გარემო უკეთესობისკენ!“ – ეს სლოგანი ზუსტად გამოხატავს „ლიბერთი ბანკის“ დამოკიდებულებას ქვეყნის მომავლისადმი. საზოგადოების წინაშე სოციალური ვალდებულებების მნიშვნელობის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, ალექსი ხოროშვილი საუბრობს.

ალექსი ხოროშვილი

ალექსი ხოროშვილი

ბატონო ალექსი, რას ნიშნავს „ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა? რატომ არის თქვენთვის ეს მიმართულება მნიშვნელოვანი?

„ლიბერთი ბანკისთვის“ სოციალური პასუხისმგებლობა არის ბიზნესის კეთების წესი – ნებაყოფლობითი ვალდებულება იმ საზოგადოების წინაშე, რომელშიც ის ფუნქციონირებს. წარმოების ზრდისა თუ მოგების მიღების აუცილებლობასთან ერთად, ჩვენ ორიენტირებული ვართ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ საზოგადოების სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებაში.

როგორ ირჩევთ კონკრეტულად რაზე გააკეთოთ აქცენტი ყოველ წელს?

„ლიბერთი ბანკი“ ემსახურება 1.5 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს, 72,000-ზე მეტ იურიდიულ პირს და საქართველოში მომსახურების წერტილების ყველაზე ფართო ქსელი აქვს. კომპანიის პოზიცია, იყოს „ყველგან და ყველასთვის“, გულისხმობს არა მხოლოდ პროდუქციისა თუ სერვისის შეთავაზებას მომხმარებლისთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების შეძლებისდაგვარად მოგვარებას. სოციალური პასუხისმგებლობის აქცენტების შერჩევა ხდება სწორედ საზოგადოებაში არსებული პრიორიტეტული საკითხების გათვალისწინებით.

ჩვენი მიმართულებებია – განათლება, ჯანდაცვა, სპორტი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირების ხელშეწყობა.

ვინ არიან ის სტუდენტები, ვისაც ბანკი ეხმარება?

განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რადგან მიგვაჩნია, რომ საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია პროფესიონალური ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღება, რათა თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება და ფინანსური უზრუნველყოფა.

საგანმანათლებლო პლატფორმის ხელშეწყობის მიზნით ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციასა და ფონდთან.

2017 წელს „ლიბერთი ბანკის“ სტიპენდიანტები არიან რეგიონული განვითარების საზოგადოების სასტიპენდიო ფონდისა და სწავლის ხელშეწყობის ფონდის მიერ შერჩეული სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო გრანტს მიღმა დარჩნენ და რეალურად, დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნიათ, ასევე 100%-იანი გრანტის მქონე სტუდენტები, რომლებიც სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებენ ყოველდღიურობასთან გამკლავებას.

„ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის შშმ პირების ხელშეწყობა. რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება?

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უმრავლესობა ლიბერთი ბანკის მომხმარებელია, აქედან გამომდინარე, უშუალო შეხება გვაქვს მათ პრობლემებთან.

ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ადაპტირებული სერვისების შეთავაზება, მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, რათა თითოეულმა მათგანმა შეძლოს საკუთარი პოტენციალის, ნიჭის გამოვლენა და გამოყენება.

შედეგის მისაღწევად, ბანკი თანამშრომლობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის მიერ შერჩეულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებსაც კონკრეტული სერვისების მიწოდების დიდი გამოცდილება აქვთ.

გარდა ამისა, 2017 წელს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს შშმ პირებისათვის ადაპტირებული საბანკო სერვისების მიწოდება კონკრეტული გაყიდვების წერტილებში.

მიმდინარე წელს, ზემოაღნიშნული ხუთი მიმართულებით, ლიბერთი ბანკს აქვს კონკრეტული სამოქმედო გეგმა – პროექტები სოლიდური ბიუჯეტით, რომლის ანგარიშს საზოგადოებას წლის ბოლოს წარვუდგენთ.

„ლიბერთის“ სოციალური მიმართულება – 2016 წელს „ლიბერთი ბანკი“ აქტიურად თანამშრომლობდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. ეს გულისხმობს მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა 50-ზე მეტი მცირე საოჯახო ტიპის სახლის კომუნალური გადასახადების სრულად დაფინანსებას.

გარემოს დაცვა და ენერგოეფექტურობა – ლიბერთი ბანკის სათაო ოფისის ყველა სართულზე სპეციალური ყუთებია განთავსებული, სადაც თანამშრომლებს შეუძლიათ ჩაყარონ გამოუსადეგარი ფურცლები. ასე ვუფრთხილდებით ბუნებას და ვზრუნავთ, რაც შეიძლება ნაკლები ხე მოიჭრას ქაღალდის დამზადების მიზნით. მაკულატურის ჩაბარებით მიღებული თანხით, ლიბერთი ბანკი ეხმარება სოცუალურად დაუცველ პირებს, როგორც ფინანსურად, ისე სხვა საჭირო ნივთებით. 100 კგ მაკულატურა არის 2 გადარჩენილი ხე. 2015-დან 2016 წლამდე ჩვენ უკვე შევაგროვეთ 4,130 კგ მაკულატურა და გადავარჩინეთ 82 ხე.
2016 წლიდან ლიბერთი ბანკი მთელი ქსელის მასშტაბით ახორციელებს არსებული ინფრასტრუქტურის ენერგო ეფექტური საშუალებებით ჩანაცვლებას.

გარდა ამისა – 2016 წელს „ლიბერთი ბანკი“ აქტიურად აფინანსებდა ახალგაზრდების სწავლებას საზღვარგარეთ, დაავადებულ პირთა მკურნალობას, სოციალურად მნიშვნელოვანი ცენტრების სარემონტო სამუშაოებს, კულტურულ ღონისძიებებს, სპორტულ კლუბებს, ფინანსურად ეხმარებოდა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირებს.

jurnali 4.indd

jurnali 4.indd

jurnali 4.indd

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი