აჭარაში მცხოვრებ 96 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა

აჭარაში, 8 ჩასახლებაში მცხოვრებ 122 ოჯახს, მათ შორის 96 დევნილ ოჯახს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.  დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  ზურაბ პატარაძე დაბა ჩაქვში  აღნიშნულ  ოჯახებს შეხვდნენ და ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

საქართველოს მთავრობის შუამდგომლობით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 122   ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, დაუკანონა.

„ახლა უკვე დევნილებს აქვთ ჭერი.   შენობები ტექნიკურად მძიმე მდგომარეობაშია და დღემდე, სანამ არ გაირკვეოდა მფლობელის ვინაობა, თვითმმართველობას არ ჰქონდა საშუალება გარკვეული დახმარება გაეწია რემონტის ჩატარების კუთხით. დღეიდან, როგორც კი საკუთრების ფურცლებს მოქალაქეები ხელში დაიკავებენ, შესაძლებელი გახდება გარემონტდეს არსებული ფართები და საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს“ , – განაცხადა სოზარ სუბარმა ოჯახებთან შეხვედრისას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაბა ჩაქვში დევნილი ოჯახებისთვის დაკანონებულ  ობიექტს სახურავს გამოუცვლის და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს განახორციელებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა,
განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი