„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საუკეთესო ფრანშიზას ტიტული მოიპოვა

„ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ “ვენდის” ყოველწლიურ გლობალურ კონვენციაზე  კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი  საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და საუკეთესო რესტორნების ქსელის ტიტული (Best Franchise Operations) მიიღო. ჯილდო გაიცემა ფრანშიზაზე, რომელმაც გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარება შეძლო და „ვენდის“ სტანდარტებს ზედმიწევნით ასრულებს. „ვენდის“ ქართულმა წარმომადგენლობამ  დამატებით მომხმარებლის მხრიდან უმაღლესი შეფასებისთვისაც (Golden Grill Award) მიიღო ჯილდო. „ვენდის“ ვაკის ფილიალის გენერალურ მენეჯერს კი ფულადი ჯილდო გადაეცა რესტორნის წარმატებული მართვისთვის.

““საუკეთესო ფრანშიზას“ ტიტული   – ყველაზე ღირებული ჯილდოა, რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელი “ვენდი” გასცემს თავისი პარტნიორებისათვის. ეს არის ჯილდო “ვენდის” კორპორაციული ფასეულობების, მკაცრი ხარისხის კონტროლის სტანდარტების საქართველოში დანერგვისთვის. “ვენდის” კორპორაციული კულტურა ძალიან ახლოსაა ჩვენს კორპორაციულ კულტურასთან, “ხარისხი ჩვენი რეცეპტია” ეს “ვენდის” დევიზია და იმან, რომ ჩვენ ვიცავთ “ვენდი” ხარისხის სტანდარტებს,  შევქმენით ფუნქციონალურად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი რესტორნები, ვიცავთ “ვენდის“ ბრენდის ღირებულებათა სისტემას და რომ საქართველოში “ვენდი” იქცა საყვარელ თავშეყრის ადგილად განაპირობა ის, რომ ჩვენ “ვენდის” სისტემაში ყველაზე ღირებული ჯილდოს მფლობელები გავხდით”, – აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

2015 წელს ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გამართულ გლობალურ შეკრებაზე ამერიკული რესტორნების ქსელის “ვენდის” ქართულმა წარმომადგენლობამ წარმატებული ბიზნეს საქმიანობისათვის, გამორჩეული რესტორნების ქსელის განვითარებისათვის, მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდის შექმნისთვის და მათ პროფესიონალურ განვითარებაზე ზრუნვისთვის – Jim Near Legacy Award  – Talent & Organizational Excellence – ჯილდო მიიღო.

“ვენდის” ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა” 2013 წელს დაიწყო.  „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

award2 (1)

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი