„სმარტის“, „ვენდის“ და „დანქინ დონატსის“ ერთობლივი სასაჩუქრე აქცია დაიწყო

„სმარტის“, „ვენდის“ და „დანქინ დონატსის“ ერთობლივი სასაჩუქრე აქცია დაიწყო. „სმარტის“ სუპერმარკეტებში ყოველი 30 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი მიიღებს საჩუქრად 1 ლარიან ვაუჩერს, რომლის განაღდებასაც შეძლებს როგორც „სმარტშის“, ისე „ვენდისსა“ და „დანკინ დონატსში“. ეს „სმარტის“ პირველი შეთავაზებაა, როცა წამახალისებელ აქციაში როგორც „ვენდი“, ისე „დანკინ დონატსია“ ჩართული და მომხმარებელს დაგროვებული სასაჩუქრე ვაუჩერებით „სმარტის“ ნებისმიერი პროდუქტის შეძენის და საქართველოში ყველაზე პოპულარული ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნების შესაძლებლობას აძლევს.

“სმარტი“ მუდმივად ანებივრებს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური შეთავაზებებითა და საინტერესო, გემრიელი სიახლეებით. აღნიშნული წამახალისებელი აქციით გვსურს მომხმარებელს მადლობა გადავუხადოთ ურთიერთობისათვის და „სმარტში“ ყოველი 30 ლარის ღირებულების პროდუქტის შეძენისას მიღებული სასაჩუქრე ვაუჩერების სასურველ პროდუქტში გადაცვლის უფრო დიდი არჩევანი მივცეთ. ვფიქრობ, სასიამოვნო იქნება „სმარტში“ უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შეძენასთან ერთად გარკვეული თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი საშუალებით „სმარტის“ ნებისმიერ პროდუქტს ან „ვენდისა„ და “დანკინ დონატსის“ ნებისმიერ გემრიელ მენიუს შეიძენ“, აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე,

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  თექვსმეტი სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

vaucheri1

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი