ცნობილი ქალების სარვამარტო შეჯიბრი რუსთავის ავტოდრომზე

რუსთავის ავტოდრომმა ცნობილ ქალბატონებს შორის სარვამარტო შეჯიბრს უმასპინძლა. 8 მარტის საავტომობილო შეჯიბრი ტრადიციულია, მისი მიზანია დაანგრიოს სტერეოტიპი ქალი-მძღოლების შესახებ და დემონსტრირება მოახდინოს, რომ ქალბატონები ოსტატურად მართავენ ავტომობილს. ღონისძიების ტრადიციული პარტნიორია „ვისოლი“.

_MG_9626„მოხარული ვართ, რომ წელსაც ვუმასპინძლეთ ცნობილი ქალბატონების პროფესიონალურ ავტოშეჯიბრს რუსთავის ავტოდრომზე და ამ ფორმით მივულოცეთ ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე. „ვისოლის“ მომხმარებლს შორის ბევრი ქალბატონია, რომლებიც ყოველდღიურად ენდობიან ჩვენი პროდუქტისა თუ მომსახურების გამორჩეულ ხარისხს, შესაბამისად, მინდა მათ მადლობა გადავუხადო განსაკუთრებული ერთგულებისთვის და უსაფრთხო მგზავრობა ვუსურვო“, – აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

_R3Q9522პროფესიულ რბოლაში პირველი ადგილი მანიკა ასათიანმა მოიპოვა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ ასევე შორენა ბეგაშვილი, ნინო ხაჟომია, ქეთი ხატიაშვილი და სხვები. გამარჯვებულებს „ვისოლისგან“ გამორჩეულად მაღალი ხარისხის „ეკოს“ საწვავი გადაეცათ.

პრიზები ასევე დააწესეს პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“ და ესთეტიკურმა ცენტრმა – „პრაიმ ესთეტიკი“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი