პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა გოგი წულაიამ დღეს ქუთაისის რაგბის სტადიონზე დროშა დაკიდა, უფრო სწორად – აღმართა. გოგი წულაიას და დროშის ამბავი მისი ცნობილ ფრაზიდან დაიწყო, სადაც გაბრაზებული პოლიტიკოსი ამბობს – “დროშა ვერ დაკიდენ ამ შობელძაღლებმა!”
პატარა ზომის ქართული დროშის დაკიდების გამო გოგი წულაიამ ხელისუფლება რაგბში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისას გააკრიტიკა. რამდენიმე თვის წინ ქუთაისის რაგბის სტადიონზე აღმართულ რამდენიმე ქვეყნის დროშებთან შედარებით საქართველოს დროშა მართლაც პატარა იყო.
დღეს გოგი წულაიამ რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით აღმართა ამავე სტადიონზე დიდი დროშა. მან საჩუქრად მაისურიც მიიღო, რომელზეც ეროვნული ნაკრების ყველა მორაგბის ხელმოწერაა.
10 თებერვალს, 14:00 საათზე, ქუტაისის რაგბის სტადიონზე საქართველოსა და ბელგიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
რამდენიმე კვირის წინ გოგი წულაიას საქართველოს დიდი ზომის დროშა პრეზიდენტმა გადასცა.