რეკლამა

m2-ის მასტერკლასი სტუდენტებისთვის

7 ივნისი, 2017 • 2445
m2-ის მასტერკლასი სტუდენტებისთვის

„ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე „ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“.

მასტერკლასი თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე №10-ში, დაგეგმილი მშენებლობის ობიექტზე ჩატარდა. მონაწილეთა შორის იყვნენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე თემით დაინტერესებული სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც. მასტერკლასის მიზანი მომავალი არქიტექტორებისთვის თეორიულ ცოდნასთან ერთად უნიკალური პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო. პროგრამას არქიტექტურისა და აღდგენითი სამუშაების ექსპერტი გოგოთურ მისრიაშვილი და პროექტის ავტორი, არქიტექტორი ირაკლი შარაშიძე გაუძღვნენ.

მასტერკლასის „ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“ მთავარი თემა იყო არსებული შენობის ადაპტაციის მოდელის წარმოდგენა, რაც თავის მხრივ მოიცავს შემდეგ საკითხებს: ძველი და ახალი შენობის არქიტექტურულ სინთეზსა  და იესახის შენარჩუნებას, არსებული არქიტექტურული ნიმუშების კონსერვაციის პროცესს, ნიმუშების დემონსტრირებას,  რესტავრაციის  გეგმისა და ადაპტაციის საუკეთესო ანალოგების ჩვენებას თანამედროვე არქიტექტურაში. მასტერკლასის დროს ექსპერტებმა წარმოადგინეს შენობის მომავალი ფუნქციური და ეკონომიკური სარგებელიც.

მასტერკლასზე სტუდენტებსა და მედიას შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ობიექტი უსაფრთხოების დაცვის ყველა ნორმის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ მელიქიშვილის გამზირზე არსებულ შენობას არ აქვს ისტორიული ძეგლის სტატუსი, კომპანია m2 ითვალისწინებს არსებული შენობის არქიტექტურულ თავისებურებას, მის ინტეგრაციას  უბნის მიმდებარე შენობა-ნაგებობებთან და ახდენს არსებულის რეაბილიტაციას, რაც გულისხმობს მისი იერსახის, კერძოდ კი ფასადისა და ინტერიერის დეტალების კონსერვაციასა და შენარჩუნებას.

კომპანია „m2 უძრავი ქონება“  კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკიდან გამომდინარე გეგმავს განახორციელოს მსგავსი მასტერკლასები თემით დაინტერესბული სხვა პირებისთვისაც. გარდა ამისა, კომპანია სტუდენტებს საშუალებას მისცემს დააკვირდნენ მშენებლობის პროცესს მშენებლობისა და რესტავრაციის სხვადასხვა ეტაპებზე, რათა სრული წარმოდგენა ჰქონდეთ მსგვასი ტიპის პროექტების განხორციელების შესახებ. მასტერკლასის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

m - Copy

მასალების გადაბეჭდვის წესი