რეკლამა

SES-ი ერთ წელიწადში 21%-ით ზრდის სატელიტური მაუწყებლობის წვდომას საქართველოში

26 აპრილი, 2017 • 2006
SES-ი ერთ წელიწადში 21%-ით ზრდის სატელიტური მაუწყებლობის წვდომას საქართველოში

თანამგზავრი  წარმოადგენს სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას საქართველოში და ტელემაყურებელი ოჯახების 47%-ს უწევს მომსახურებას

კომპანია SES-ის („ევრონექსტ“ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟა: SESG) მიერ გაკეთებული განცხადების შესაბამისად, ტექნიკური თვალსაზრისით კომპანიის მოცვა საქართველოში 455 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-იან ზრდას წარმოადგენს. SES-ის პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა (direct-to-home, DTH) ერთ წელიწადში 21%-ით გაიზარდა და ამჟამად ის 141,000 ოჯახს ემსახურება.

IMG_6935SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის – „Satellite Monitor“-ის 2016 წლის ბოლოს გამოქვეყნებული შედეგები ცხადყოფს, რომ თანამგზავრი უდაოდ სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვანი საშუალებაა საქართველოში და ტელემაყურებელი ოჯახების 47%-ს ანუ 510 000-ზე მეტ DTH (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა) ოჯახს პირდაპირი გზით მიეწოდება. SES-ი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ბაზარზე, რადგან გააჩნია წვდომა 455 000 ტელემაყურებელ ოჯახზე (პირდაპირი სატელიტური მაუწყებლობის (DTH) და საკაბელო და IPTV ტელევიზიის მქონე ოჯახების ჩათვლით), რაც გასულ წელთან შედარებით 5%-იან ზრდაზე მიუთითებს. SES-ი მომსახურებას უწევს დაახლოებით 124 000 ოჯახს, რომლებიც „მაგთისატის“ სატელევიზიო აბონენტებს წარმოადგენენ.

საქართველოში გამოსახულების მაღალი ხარისხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და ეს ინტერესი ქვეყნის მასშტაბით HDTV-ოჯახების 11%-იანი ზრდით არის გამოხატული. თანამგზავრის წყალობით მაღალი გარჩევადობის ტელევიზიით (HDTV) მოსარგებლე ტელემაყურებელი ოჯახების რიცხვი 158,000-მდე გაიზარდა, რაც გასულ წელთან შედარებით 11%-იან ზრდაზე მიუთითებს. SES-ი საქართველოში თანამგზავრული HDTV-ოჯახების 34%-ს (54,000 ოჯახი) ემსახურება, რაც 54%-იან ზრდას წარმოადგენს.

ცნობიერება ულტრა მაღალ გარჩევადობასთან (UHD)  დაკავშირებით  მსოფლიო მასშტაბით იზრდება და UHD-ის განვითარების ეს გლობალური ტენდენცია ასევე შესამჩნევია საქართველოშიც. მაშინ, როდესაც 2015 წელს საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 27%-მა იცოდა, თუ რა იყო ულტრა მაღალი გარჩევადობა, ხოლო 9%-ს ჰქონდა UHD ტელევიზორი, 2016 წელს სახეზეა საკმაოდ მკვეთრი ზრდა მოსახლეობის ორივე კატეგორიაში. ამჟამად, მოსახლეობის უკვე 37%-მა იცის, თუ რა არის ულტრა მაღალი გარჩევადობა და 15% კი ფლობს ამ ტიპის ტელევიზორს.

„Satellite Monitor“-ის კვლევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის საყრდენს წარმოადგენს“, – განაცხადა ჰაკან სიოდინმა, SES-ის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. „SES-ი კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოში ციფრული ტელევიზიის განვითარებაში და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ უკეთესი ხარისხის გამოსახულებისადმი სწრაფვის ტენდენცია შენარჩუნდება და მომავალშიც მოახდენს ვიდეო ბაზრის სტიმულირებას.“

ევროპა: თანამგზავრი სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვანი საშუალებაა

IMG_7047თანამგზავრი ევროპაში სატელევიზიო სიგნალის მიღების წამყვანი საშუალებაა და მას პირდაპირი წვდომა აქვს ტელემაყურებელი ოჯახების 35%-ზე (88 მლნ). შედეგები ასევე ადასტურებს SES-ის წამყვან როლს ევროპაში, რადგან თანამგზავრული ტელევიზიის მქონე ევროპული ოჯახების 70%-ს SES-ის თანამგზავრები ემსახურება. ამას გარდა, SES-ი არაპირდაპირი წვდომის წყალობით, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რეგიონში საკაბელო ტელევიზიის მფლობელთა 94%-ის და IPTV ტელევიზიის მფლობელთა 90%-ის სიგნალით უზრუნველყოფის საქმეში.

შედეგები ცხადყოფს, რომ ევროპაში იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც მაღალი გარჩევადობის (HD) კონტენტით სარგებლობენ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში თითქმის გაორმაგდა, რაც 10%-ით აჭარბებს 2015 წლის ბოლო პერიოდის მონაცემებს. SES-ი დღეისათვის 93 მილიონ მაღალი გარჩევადობის ტელევიზიით (HDTV) მოსარგებლე ოჯახს ემსახურება, რაც ევროპის თანამგზავრული HDTV ოჯახების 78%-ს შეადგენს.

ბოლო წლების განმავლობაში ევროპაში Ultra HD ეკრანების რაოდენობა თანდათანობით გაიზარდა. თუ მათი რაოდენობა 2014 წელს 6 მილიონს შეადგენდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი გასსამაგდა და 17 მილიონს გაუტოლდა. გასული წლის ბოლოსთვის ევროპის ოჯახების თითქმის 7% უკვე აღჭურვილია ულტრა HD ეკრანით.

SES-ი ზრდის დაფარვის მაჩვენებლებს მთელს მსოფლიოში

SES-ის ტექნიკური წვდომა მსოფლიო მასშტაბით 325 მილიონ ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა. ეს რიცხვი აჭარბებს 2015 წლის მონაცემებს და ნიშნავს ტელემაყურებელი ოჯახების რაოდენობის ზრდას რვა მილიონით, ასევე 18%-იან საერთო ზრდას 2012 წლის მაჩვენებლებთან მიმართებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი