გართობა

ჩემი ცოლის დაქალები იწყება – ახალი თიზერი

16 აპრილი, 2018 • 3486
ჩემი ცოლის დაქალები იწყება – ახალი თიზერი

ჩემი ცოლის დაქალების მე-13 სეზონი 20 აპრილიდან დაიწყება. პოპულარული ქართული სერიალი პარასკევს, შაბათს და კვირას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ეთერში 23:00 საათზე გავა. ინფორმაციას სერიალის ოფიციალური ფეისბუკის გვერდი ავრცელებს.

ჩემი ცოლის დაქალები (ჩცდ) ფორმულა კრეატივის შექმნილი სატირულ-იუმორისტული ჟანრის ქართული სერიალია, რომელიც 2011 წლიდან ყოველ შაბათ-კვირას გადის რუსთავი2-ზე.

სერიალი ეხება ქართული საზოგადოებისთვის აქტუალურ თანამედროვე სოციალურ პრობლემებს და საკითხებს, რომელიც ყველა თაობის მაყურებლისთვის არის საინტერესო.

მასალების გადაბეჭდვის წესი