ახალი ამბები

ენმ ზუგდიდში აქციას 9 ოქტომბერს, 20 საათზე გამართავს

8 ოქტომბერი, 2021 • 1129
ენმ ზუგდიდში აქციას 9 ოქტომბერს, 20 საათზე გამართავს

ენმ-ის ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ზუგდიდში ენმ აქციას ხვალ, 20 საათზე გამართავს. მელიას თქმით, აქცია გაიმართება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან, ქალაქის ცენტრში.

მელიას თქმით, პირველ ტურში გამარჯვებულ მაჟორიტარობის კანდიდატ მანუჩარ ფიფიას ხმები “ქურდულად წაართვეს”.

მელიას თანახმად, 2 ოქტომბერს აღნიშნულ უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ერთი საჩივარიც არ დაუწერიათ და ხმების გადათვლის საფუძველი არ ჰქონდათ.

წინა ღამით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მე-11 მაჟორიტარულ ოლქში 4 უბნის ხმების გადათვლის შედეგად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ზუგდიდის საკრებულოში მოპოვებული გარანტირებული უმრავლესობა დაკარგა.

ეს ერთადერთი საკრებულო იყო, რომელსაც პირველივე ტურის წინასწარი შედეგებით „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით აკომპლექტებდა. უმრავლესობის ხელახლა მოპოვების შანსი პარტიას მეორე ტურში აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი