ტექნოლოგიები

ფეისბუქის მომხმარებლები სამხრეთ კავკასიაში

8 მარტი, 2011 • • 1230
ფეისბუქის მომხმარებლები სამხრეთ კავკასიაში

ფეისბუქზე ამ დროისთვის 516 300 ადამიანია რეგისტრირებული საქართველოდან, მათგან 283 220 ქალია, 233 140 კი – კაცი. სოციალური ქსელის 110 960 მომხმარებელი არასრულწლოვანია, 60 წელს გადაცილებული კი  – 12 940. საქართველოში ფეისბუქს ყველაზე აქტიურად 18-35 წლის მოქალაქეები იყენებენ.  სოციალურ ქსელში ამ ასაკის 338 720 ქართველია დარეგისტრირებული.

ფეისბუქში აზერბაიჯანიდან 324 880 ადამიანია დარეგისტრირებული, მათ შორის, 204 300 კაცი და 118 060 ქალი.

სომხეთში კი ფეისბუქის ანგარიში მხოლოდ 135 120 ადამიანს აქვს გაკეთებული, რომელთა შორის 63 380 კაცია, 70 300 კი-ქალი.

მასალების გადაბეჭდვის წესი