ტექნოლოგიები

დიადი ჯასტინ ბიბერი და ქალიშვილობის ინსტიტუტით აყვავებული პროსტიტუცია

6 მარტი, 2011 • • 1539
დიადი ჯასტინ ბიბერი და ქალიშვილობის ინსტიტუტით აყვავებული პროსტიტუცია

გასული კვირა ოსკარების გადაცემის ცერემონიალით იყო გამორჩეული. ჰო, იმ დღესასწაულზე გეუბნებით, ერთი ხმალზედაბჯენილი სტატუეტის მოსაპოვებლად ჰოლივუდელი მსახიობები თუ რეჟისორები არაცნობიერად (ან ცნობიერადაც) მთელი წელი წელზე ფეხს რომ იდგამენ და კამერაჩაუხრელად შრომობენ. ეს ის დღესასწაულიცაა, როდესაც ქართველები ღამისსათევად გამალებით ემზადებიან და ”facebook”–ზე იმ ძილისგუდებს ახარბებენ, რომელთაც ოსკარის სანახავად ყავა, მოთმინება და სიფხიზლე არ ჰყოფნით ხოლმე.

თუმცა, წლევანდელი ოსკარი ”მითიური კრიტიკოსების” აზრით, სანახაობრივად უინტერესო გამოდგა.  რაღა შორს წავიდეთ და ნაკლები კრიტიკა არც კალატოზიშვილის ბლოგზე ყოფილა. ”ო(სკა)როსნები დაჯილდოვების ცერემონიალის ძირითად ნომინაციებს მიმოიხილავს და ორი… არა, ორ სიტყვაზე მეტით, თავად შოუსაც ეხება: ჯეიმს ფრანკოს ეტყობა გული უგრძნობდა, რომ სანუკვაროსკარსარავინ გააკარებდა, ამიტომ ჰეთეუეისგან განსხვავებით მას ცერემონიალი საკმაოდ უღიმღამოდ და უინტერესოდ მიჰყავდა. მთელი თავისი მიმიკითა და ჟესტიკულაციით ფრანკო უხმო მიმივით გადმოსცემდა საკუთარ მელოდრამატიზმსა და სათქმელსეს ყველაფერი ფარსია! წამყვანიც იმიტომ ვარ, რომ თავისებური კომპენსაცია მეკუთვნის!

მეორე საკაცობრიო მოვლენა, რომელშიც საქართველო აქტიურად ჩაერთო – ჯასტინ ბიბერის თაყვანისცემა და მისთვის გუნდრუკის კმევის ნებაყოფლობითი პროცესია. რამდენიმე დღის წინ ამ ახლადგამოჩეკილი ვარსკვლავის (და ისედაც, ახლადგამოჩეკილი ბავშვის) საპატივსაცემოდ ფანებმა კიდევ ერთი შეხვედრა მოაწყვეს, სადაც დიდმა პროდუსერმა ბესო ჩუბინიძემ (მისი ცოლი სიყვარულის დღეს რომ არის დაბადებული, იმან) საკუთარი შვილის სახით ქართველი ჯასტინ ბიბერი წარმოადგინა. ამ მოვლენას ეხმაურება alleskreativ პოსტში „ოჰ! ეს ჯასტინ ბიბერი“. მართალია, ნაწერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ავტორს მისი დაწერის შემდეგ მეორედ გადაკითხვა აღარც უცდია, მაგრამ სულ მინიმუმ ვიდეოს გამო მაინც, მისი ნახვა ნამდვილად ღირს: გავიგეთ,რომ თმა შეიჭრა და DZN უხდება.მაგრამ მაინც ამ ვარცხნილობის სახლის პირობებში გამეორებას ნუ ეცდებით. ისიც გავიგეთ,რომ საშინელი ხმა აქვს და ფუუუ რას გავს,მაგრამ როცა ამას ამბობთ ნუ ბაძავთ მაინც(ვგულისხმობ ვარცხნილობას და ჩაცმის სტილს) თუ ძალიან გინდათ მისნაირი ვარცხნილობა გქონდეთ,ამას დაუბანლობის ეფექტით მიაღწევთ

„ტყავის ცოცხლად გაძრობის“ იდიომზე ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ. პოტენციური ბეწვიანების (ანუ, იმ ხალხის, ვისაც ნატურუალური ცხოველების მხრებზე მოგდება ეამაყება) საწინააღმდეგოდ კი ინტერნეტში ცხოველთა წამების რამდენიმე კადრი კიდევ ერთხელ გამოჩნდა. პრინციპში, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ძნელია მიხვდე, სად მთავრდება ცხოველი და იწყება ადამიანი. ცხოველებისადმი ცხოველურ დამოკიდებულებაზე წერს century of 66 პოსტში „საშინელი ფაქტები, რომელიც ადამიანის მაღალი რანგის ცხოველობაზე მეტყველებს“ და მავანთა თავში იმ აზრის შეტანას ცდილობს, რომ ტკივილს მხოლოდ ადამიანები არ განიცდიან: მიმაჩნია, რომ ცოცხალი არსების წამება განსაკუთრებით დასჯადი უნდა იყოს, ვიდრე პურის მოპარვა, რადგან თუ არა ..-მაეთიკურმა იძულებამარ შეაჩერა ის რასაც მდიდარი ქალბატონების მდიდარი მეუღლეები მილიონებით ყიდულობენ უბრალოდ მთელი დედამიწა შემოგვეჭმება.

დიდ მთავარსარდალს რომ ჰკითხო, ჩვენს ქვეყანაში კრიმინალური მენტალიტეტი აღარ არის და პოლიციელი მისაბაძი ადამიანის აპოთეოზად ითვლება. თუმცა, თავად აპოთეოზის ბლოგზე სოსო დოლიძე აღნიშნავს, რომ ამ მენტალიტეტის მქონე ადამიანებს დინოზავრების ბედი სულაც არ სწევიათ და ეს ბუნებრივიცაა. პოსტში „კრიმინალი და რელიგია“ იმ ერთი შეხედვით უცნაურ მოვლენაზეა საუბარი, როდესაც ”ასეთი გაგების” მქონე ადამიანები კრიმინალური და რელიგიური ცხოვრების წესს ერთმანეთს ადვილად უთავსებენ: ”უბრალოდ მე იმ კრიმინალების გამკვირვებია რომელნიც ძარცვავენ, კლავენ, იპარავენ, იკეთებენ წამლებს და .. და პარალელურად ნაძარცვი ფულით ეკლესიას აშენებენ, აკეთებენ შესაწირავებს, სადღაც მთაში მიდიან მონასტერშიერთი კვირით” … ვფიქრობ ამას გულისხმობდა ემზარ ჯგერენაია როდესაც რელიგიის კორუფციულ საფუძვლებზე საუბრობდა. განაქრთამიარ არის ღმერთის მიმართ როდესაც, კრიმინალი აშენებს ეკლესიას, თავს მორწმუნეს ეძახის, რათა ერთგვარად გამოისყიდოს მძიმეცოდვები

„ვინც ტუალეტში არ დადიხართ“ შემდეგი პოსტი შეგიძლიათ არც წაიკითხოთ. ჰო, ესე იგი, ყველა ვკითხულობთ. მზუშიკოს ახალ  პოსტში „ტუალეტის ფენომენი“  და სხვადასხვა ქვეყნისა თუ მათი კულტურისთვის დამახასიათებელი საპირფარეშოებია (სხვათა შორის, საკმაოდ სახალისოდ) განხილული: საოცარი გამოგონებაა საპირფარეშო. გენიალური. თქვენის ნებართვით, ამ ბრწყინვალე დაწესებულებას ტუალეტად მოვიხსენიებ, რადგან არასოდეს მე იქ პირის ფარეში არ შემხვედრია. ისე რა საინტერესოა, გასვლა რომ გინდა ბუნებრივ, აუცილებელ საქმეზე, არიქა და ტუალეტში მივდივარო ვერ განაცხადებ, რაღაცნაირად, მოსარიდებელი სიტყვა გამოდის... სადმე რომ დააბრეხვო, წავედი მეტუალეტშიო, ყველა ისე შემოგხედავს, თითქოს ენით აუწერელი უზრდელობა და საძაგლობა ჩაიდინე. თითქოს თავად არ უწვეთ პერიოდულად ორგანიზმის გამოთავისუფლება. გამოდის, რომ არა სიტყვა, არამედ ამ პროცესის კონსტატაციაა სამარცხვინო და არაესთეტური.

სწორედ საპირფარეშოს არარსებობა (სავარაუდოდ) გახდა შთაგონება ჩორვენისათვი, რომელიც ამ მიზეზის გამო  მამაკაცად ყოფნაზე პირველად დაფიქრდა და „ფალოსის კულტის ღვთაებისათვის შესავედრებელ პოსტში“ ის მიზეზებიც ჩამოწერა, რის გამოც გარკვეული პერიოდულობით მამრობითობა ღირს: ”მიუხედავად იმისა რომ ქორწილი და მსგავსი პერიპეტიები ჩემგან შორსაა, მაინც ვეცდებოდი კაცად ყოფნის პერიოდში ვინმესთვის ხელი მეთხოვა, ეს ხომ ალბათ ყულფში თავის ნებაყოფლობით გაყოფის ტოლფასია, ხოდა მეც ვნახავდი როგორია უმტკივნეულოდ სიკვდილი თუ არა ოფიციალური და საყოველთაოდ აღიარებული მარაზმი”

თინეიჯერულ ფსევდოსიყვარულზე წერს Danny Brown, სადაც არასწორ სექსუალურ განათლებაზე, სიყვარულზე და სქესთაშორის ურთიერთობებზე საუბრობს. ანუ, იმ ტიპის ურთიერთობებზე, რომელთაც ორივე სქესი სხვადასხვანაირად აღიქვამს: ”თავის მხრივ ბიჭი უფრო მონდომებულია ვიდრე თავშეკავებული. მას ახსოვს მამასთან საუბრები, რომლებმაც ასაკთან ერთად იმატა. მას ახსოვს საკუთარ ბოლო დაბადებისდღეზე მთვრალი გელა ბიძიას თითქმის ძალადობრივი შემოთავაზებაჰა ბიჭო უკვე დიდი ბიჭი ხარ და დროა დავაჟკაცდეო” (ასეთ წინადადებებს ძირითადად უფრო იმიტომ თანხმდებიან, რომ არ შერცხვნენ და საკუთარიკაცობადაამტკიცონ), რომელსაც შიშშეპარული თვალებით დათანხმდა”

ქართველები წინაპრებს ხშირად უჩივიან – როგორ მოახერხეს ამხელა კავკასიაში მაინცდამაინც იმ ერთადერთი ადგილის პოვნა, სადაც ნავთობი არ იყოო. ხოლო იმას, თუ როგორი იქნებოდა გაბრწყინებული საქართველო ყველა გავრცელებული ბუნებრივი წიაღისეულის საბადო რომ გვქონოდა, ზორბეგის პოსტში შეგიძლიათ გაეცნოთ: ”მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ მიაღწია საქართველოსთან თავისი ვალის სამწლიან რესტრუქტურიზაციას, ოფიციალურ მოსკოვს თბილისის დიდი ხნის დანაპირების შესრულება უნდოდა რომლის თანახმადაც საქართველო მათ კრასნოდარის პრობლემის მოგვარებაში უნდა დახმარებოდა”

საკუთარ სოფელსა თუ ფესვებზე ბევრი წერს, მაგრამ პოსტის დაწყებას ისე შთამბეჭდავად, როგორც ეს ნინა გორეცკიმ მოახერხა, ბევრი ვერ შეძლებს. „ლოტოსის ჩაი, ანუ, ოდისევსი მთავარი მიზნის გარეშე“ ჩაის სმის დროს „ამოტივტივებული მოგონებების“ (ახლა, წარმოვიდგინე, როგორ ტივტივებს მოგონებები და მივხვდი, რომ ქართველებს მეტად უცნაური სიტყვათშეთანხმება გვაქვს) ილუსტრაციაა, რომელიც ანტიკური ოდისევსიდან თანამედროვე ოდისევსში გადმოდის:”ბავშვობაში ოდისევსი ჩემი გმირი იყო, გაუტეხელი ნებისყოფის, მიზანმიმართული ადამიანი, რომელიც ბოლომდე არ მოეშვა, სანამ სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ აიხდინა. ის მომენტი, „მხოლოდ კვამლი, ითაკის მიწიდან ადენილი კვამლი დაინახოს და მერე თუნდ მოკვდესნაკლებად მესმოდა ხოლმე. ალბათ, პატრიოტიზმი არაა ის გრძნობა, რომელიც ჩაის სმისა და ფროდიჯის მოსმენის დროს მოდის. თუმცა დღეს სხვანაირად გამოვიდა. ჩაის სმამ გამახსენა ლოტოფაგებიც, ოდისევსიც, მისი სამშობლოს ნოსტალგიაც, მაგრამ არ გამახსენა ერთი ძალიან სასურველი რაღაცროგორი ჰაერია იქ, სადაც არის ჩემი ითაკა”

ბოლოს კი, ფსევდოლიტერატურულ ბლოგზეც შეგიძლიათ შეიხედოთ და ”ფორმულა 1”-ის მანქანის საბურავივით გაცვეთილ ორ თემაზე (სამაგიეროდ) კარგად დაწერილი პოსტები წაიკითხოთ. პირველი მათგანი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს შედარებითი დახასიათებაა და გვიჩვენებს, რომ ჯერ კიდევ „იმ, ბევრისთვის სანატრელ დროში ვართ ჩარჩენილი“,  მეორე კი არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ „ქალიშვილობის ინსტიტუტი საქართველოში პროსტიტუციის აღზევებას უწყობს“ ხელს: ”თუმცა, რა თქმა უნდა მათი ურთიერთობა ზასაობას არ ცდება, იმიტომ, რომ ქორწილამდე სექსი დაუშვებელია. მაგრამ, ერთიც ვნახოთ, ამ ბიჭს სხეულის დაბალ შუა ნაწილში ტკვივილები უტევს (გოგოსაც უტევს, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს), ჰოდა რადგანაც შეყვარებულთან სექსი ქორწილამდე ვერ ექნება, ყოველ დღე მასტურბაცია კი უკვე ყელში ამოუვიდა, სასწრაფო წესით შოულობს ოცდაათორმოც ლარს და პიველსავე ბორდელში იცლება ჰორმონებისგან”

აქ უნდა ყოფილიყო პ.ს.



მასალების გადაბეჭდვის წესი