ტექნოლოგიები

“გეი ბიჭის დღიური” და „Facebook”-ის სტატუსების კავშირი სექსთან

27 თებერვალი, 2011 • • 3233
“გეი ბიჭის დღიური” და „Facebook”-ის სტატუსების კავშირი სექსთან

ქართულ ბლოგსამყაროში კიდევ ერთი „განსხვავებული ორიენტაციის მქონე ბლოგი“ დაიბადა. რა თქმა უნდა, როგორც ეს უკიდურესი სკეპტიციზმით შეპყრობილ ქართველებს გვჩვევია, მყისიერადვე გაჩნდა აზრი, რომ მისი ავტორი რეალურად მცირეწლოვანია, არანაირი გამოცდილება არ აქვს და ჰომოსექსუალობასაც მხოლოდ იმიტომ იბრალებს, ბლოგი პოპულარული რომ გახადოსო. რასაც, რა გასაკვირია და ისეთი უარყოფა მოჰყვა, წმინდა პორფილეს ხატზე დაფიცებულ ერთაოზს რომ შეშურდებოდა. ბლოგერი “ანონიმურად ზოგადი” სახელით – „გეი ბიჭი“  პირად საკითხებზეც წერს (“გეი ცხოვრების დასაწყისი“), პირად სიმპათიებზეც და ამავე დროს, ზოგადსაკაცობრიო თემებსაც ეხება (“როგორ შეიძლება გახდე გეი”): შევხვდით ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მერე გავზარდეთ დღეში ნახვების ლიმიტი. მოგვიანებით უკვე ერთად ვგეგმავდით ხრიკებს, როგორ აგვეცილებია თავიდან მის, ეგრედწოდებული bf_თან ფიქტიური პაემნები.  ბოლოს და ბოლოს, ის მესამეც ჩამოვიშორეთ, ერთმანეთს მაგრად ჩავჭიდეთ ხელები და აგერ უკვე წელიწად ნახევარია, არავის ვაძლევთ უფლებას, ეს ჯაჭვი ჩაწყვიტოს!

„ცისფერ პროსტიტუციაზე“ ვინმეს “Facebook”–ის ასოციაცია თუ გაუჩნდება, ღირსია უმალვე „ცნობიერების ოქროს ნაკადით“ დაჯილდოვდეს. თუმცა, ლაშა ქავთარაძის  პოსტში, სადაც Facebook-ის დადებით თუ უარყოფით მხარეებზეა საუბარი, „პროსტიტუციას“ და მით უმეტეს „ცისფერს“, მეტად მარტივი ახსნა აქვს: „მე თუ მკითხავთ, Facebook- ადამიანის ლუსტრაციის საუკეთესო საშუალებაა, თუკი მას აქტიურად მოიხმარს. .. საკუთარი თავის წარმატებით გაყიდვა კი სხვა არაფერია, თუ არა პროსტიტუცია საკუთარი თავით. ალბათ ამაშიც შემეწინააღმდეგებით, მაგრამ დაფიქრდით, რამდენჯერ ყოფილხართ ყალბი, სხვის „Like”-ზე დამოკიდებული, სხვის დაკომენტარებულზე აცანცარებული და ახვინტრიცებული

ხოლო ის, თუ რა კავშირი აქვს „Facebook”-ის სტატუსებს სექსის არქონასთან კევინ წერეთელის ბლოგზე შეგიძლიათ გაიგოთთ. პოსტი პოსტ–ვალენტინობისეულ სტატუსებს ეხება და თავუბედურადშერაცხული გოგოების კრიტიკასთან ერთად, მათი ფსიქოლოგიის გადმოცემასაც ისახავს მიზნად: მრავლად არსებობენ გოგონები, რომლებიც .. მდარე ხარისხის ინტრიგის გამოწვევის მიზნითფეისბუქისკედელზე დადებენ სტატუსს, მაგალითად ასეთს:  “დამთავრდა”,  ამას რა მომაფიქრებდა”, “ნაძირალაა”, ასე რატომ მომექეცი”… და .. მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ საბაბი იმისა, რომ გამოიწვიონ ინტერესი და მეგობრების მხრიდან მიიღონ დამამშვიდებელი  ფრაზები:)) მე ასეთ გოგონებთან შეკითხვეა მაქვს: უკაცრავად მაგრამ მაზოხისტები ხართ? არ გიფიქრიათ, რომ თქვენც სექსი გინდათ და ისეთი აზრობრივი დეგრადაცია განიცადეთ, რომ საკუთარი ტყუილის თვითონვე  გჯერათ?”   

ევროვიზია და „ევროხედვა“ 

ევროვიზია ქართველებისათვის აუღებელი ციხესიმაგრეა. მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად მაინც პომპეზურად ვემზადებით, პირობას ვდებთ, რომ ევროპის სცენაზე დიდების შარავანდედით შევიმოსებით, ან ტემპერამენტის ქარცეცხლს დავატრიალებთ, შესარჩევ ტურზე ერთ–ერთი დამარცხებული ყოველთვის უკმაყოფილო რჩება და ამბობს, რომ „აი, ეს არის ერის გემოვნება“ ან„ღმერთმა გაგვიმარჯოს“, ბოლოს კი ამაოდ ვსხედვართ ტელეეკრანებთან და ფრჩხილებსაც ამაოდ ვიკვნეტთ, რადგან ევროვიზიაზე წასული ბევრი გვინახავს, უკან წარმატებულად დაბრუნებული კი თითქმის არავინ. ლევან დვალის პოსტი Eurovision 2011  – ამ კონკურსის წლევანდელი შესარჩევი ტურის შესახებაა და მას რიგითი მაყურებლის მხრიდან გვიჩვენებს: ამ წელს ერთი უცნაურობა იყო, მონაწილეების უმეტესობამ ბოლო დღეს შეიტანა განაცხადი, დაგინებული ქონდათ თუ რა იყო არ ვიცი, მაგრამ ასე ყველას ერთად როგორ დაარტყა თავში ერთი და იმავე აზრმა მიკვირს

ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ (რა ნაცნობი ფრაზაა), სადაც რელიგიაზე თუ რაიმე კრიტიკული წამოგცდა – ათეისტი ხარ და ჰომოსექსუალზე თუ ცუდი თქვი – ჰომოფობი. თუმცა, როგორ შეიძლება „გახდე ჰომოფობი და ათეისტი“ ამას კიდევ უფრო უკეთ social animal-ის  ახალ პოსტში გაეცნობით: უცნაურად და ცოტა სასაცილოდ მზრდიდნენ ჩემი ახალგაზრდა და იდეალისტი მშობლები (რომ დავიბადე ოცი წლისანი იყვნენ). შეკითხვაზევინ უფრო გიყვარსო, ჯერ უნდა მეთქვაქრისტე. მერე უნდა მეთქვაშოთა რუსთაველი (ნუ გეღიმებათ, ხმამაღლა გაიცინეთ!), მერე მოდიოდა დედა და მამა…. ამ ოთხის მერე, არჩევანის თავისუფლება მეძლეოდა და შემეძლო სომეხი მეზობელი ხორენას მოხალული მზესუმზირაც კი დამესახელებინა! 

ისევ მაია და სერიალები

ნელ–ნელა ვხვდები, რომ მაია ასათიანი მაზოხისტია. თორემ, ამდენი კრიტიკის ფონზე კიდევ ასეთ გადაცემას (როგორიც ბოლო იყო) რომ აკეთებ, სხვა მიზეზი არ უნდა გქონდეს ადამიანს. ოთხმოცდაათიანელი მაიას ხალათსა და მანერებს ახალ პოსტში – „ვერა, ვერ შევეშვები მაია ასათიანს“ ქილიფა  ზეკრიტიკულად შეეხო და „პროფილთან“ მიმართებით ე.წ „კატოკის“ როლი შეასრულა: გუშინდელი გადაცემის ყურების შემდეგ, მართლა გამიჩნდა შეგრძნება, რომ ამ ადამიანს ესაჭიროება ყოველდღიური ფსიქოლოგიური კონსულტაცია, კვირაში ორჯერ კიფსიქიატრის ჩარევა, ან ეს უკანასკნელიც არ აწყენდა ყოველდღე და ბარემ ,,საგვარეულო ქუჩაზე”, ,,საგვარეულო სახლშიდაიდებდა ბინასთუმცა არსებობს მეორე გამოსავალი, რომელიც დაუბრუნებს ამ ადამიანს საკუთარი თავის რწმენას, ადეკვატურ აზროვნებას და სიყალბეს ბუნებრივობით შეცვლის

ქართული ტელევიზიების კიდევ ერთი პრობლემა მოჭარბებული სერიალებია. თუმცა, ლათინოამერიკული საპნის ოპერების გარდა უკვე ამერიკული ე.წ. „ხარისხიანი სერიალების“ გავლენასაც განვიცდით. ამის შესახებ ჯესი „ჩვენ ვართ ნარკომანები (ანუ, სერიალები ჩვენს ცხოვრებაში)“ წერს და გვიხსნის, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში უკვე „ვეღარაფერი გვიხსნის“:  განსაკუთრებით გოგოების სიტუაციაა სავალალო. მათ ისე უყვარდებათ სერიალების მთავარი მოქმედი გმირები, რომ დღედაღამე მათზე ოცნებებში ატარებენ და გარეშემო მყოფ ბიჭებს არც აქცევენ ყურადღებას  ან ეძებენ სატრფოს, რომელიც მათ კუმირს ჰგავს. ავტორებს როდესაც აგვიანდებათ სერიალის მომდევნო სერიის გამოსვლა, მოსახლეობას ლომკები ეწყება. თან როგორი!!! ხდებიან აგრესიულები, დიდხანს ჭორაობენ სერიალის სიუჟეტზე, ლანძღავენ საწყალ ავტორებს, ან უბრალოდ ცდილობენ არსებულისიცარიელესხვა სერიალის ყურებით შეივსონ

„ჯანსაღი სიცილი“

ადამიანის ცხოვრება რამდენიმე ეტაპისაგან შედგება და როგორც ნებისმიერ კომპიუტერულ თამაშში, ეტაპების მატებასთან ერთად მისი სირთულეც იზრდება. ამასთან ერთად ცხოვრების თითოეულ დონეზე ყოველთვის გვხვდებიან ადამიანები, რომელთაც გარემო ძალებისა თუ რაღაც ზებუნებრივი შთაგონების წყალობით გენში ერთი და იგივე შეკითხვები აქვთ კოდირებული და ჩვენი ბუნდოვანი ცხოვრების გარშემო არსებული ნისლის გასაფანტად, მათ დაუზოგავად გვისვამენ. „მარადიული (არაკორექტული) კითხვები“  Katiee-მ შეკრიბა და იზრუნა რა ამ ცნობისმოყვარე ადამიანთა მახსოვრობაზე, ტუტორიალის სახით გამოაქვეყნა კიდეც: ბავშვს არ აჩენთ? რას ელოდებით? რას ქვია ჯერ არ გინდათ? (ზურგსუკან: საწყლები, არ უჩნდებათ ეტყობა ან არ აპირებენ ეტყობა ესენი ერთად ყოფნას) ერთი ბავშვის გაჩენის შემდეგ -> მეორეს არ აჩენთ? ასე ერთი კინკილა ბავშვის ამარა ხო არ იქნებით? ბავშვს დაძმა არ უნდა? 

ჩვენ ყველანი იმ ეპოქიდან მოვდივართ, როდესაც გიგის მწვანედ აგიგინებული სტადიონების ნაცვლად ასფალტზე დავრბოდით და კარის მაგივრად ჩვენი თვალის ზომითა თუ ორი ქვით ექსპრომტად დამზადებული კარები გვქონდა.  სწორედ ამ ხანაზე წერს დათო გორგილაძე  ახალ პოსტში – „მივიწყებული მთვარის გლობუსი“ და მისი საფეხბურთო კარიერის კრახს შესაშური იუმორით გადმოსცემს: ის თამაში 12-25 დამთავრდა. რა თქმა უნდა  მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ, მაგრამ იმით ვიმშვიდებ თავს, რომ  ოცდახუთივე ჩემთვის არ გაუტანიათ. ოცდამეოთხე რომ გავუშვი, განერვიულებული გამოვვარდი მოედნიდან და ბოლო ბურთი ვასო დემურაძის კისერზეა.

“Facebook”–ზე უამრავი კონკურსი ტარდება. ზოგი სლოგანის მოფიქრებას ითხოვს, ზოგი – ფოტოალბომის შევსებას, ზოგსაც უბრალოდ შეკითხვები აქვს და ყველაზე სწრაფს თანამედროვე ტექნოლოგიებით აჯილდოვებს. თუმცა, ყველა კონკურსს ერთი საერთო მახასიათებელი აქვს: “like”-ებზეა დამოკიდებული და კონკურსის მიღმა მყოფთა ნერვებზე უარყოფითად მოქმედებს. „კონკურსის კონკურსის კონკურსი“ ამ სიტუაციის გაშარჟების ლაშარელასეული ვარიანტია, სადაც ის რამდენიმე სხვა ტიპის კონკურსის იდეას გვთავაზობს: კონკურსი მაია მულატკა გადაუღეთ ფოტო საყვარელ ადამიანს გარუჯულ მდგომარეობაში. გაიმარჯვებს ის მონაწილე, ვისი რუჯიც იქნება ყველაზე მაღალპროცენტიანი დაბურვით. (შენიშვნა: ფოტოშოპით და სოლარიუმით მიღებული რუჯი არ მიიღება)

პ.ს: პრინციპში არც არაფერი. „პ.ს“–ის გამოყენება უბრალოდ მიმოხილვის დასასრულებლად დამჭირდა. მით უფრო მაშინ, როდესაც არაფრისმთქმელი სიტყვების ალტერნატივად „რაფაელოს“ შემოთავაზებაც არ შემეძლო…

მასალების გადაბეჭდვის წესი