ტექნოლოგიები

Chrome–ს გატეხვისთვის Google-მ ნოუთბუქი და 20 ათასი დოლარი დააწესა

8 თებერვალი, 2011 • • 1627
Chrome–ს გატეხვისთვის Google-მ ნოუთბუქი და 20 ათასი დოლარი დააწესა
Google-სგან 20 ათას დოლარსა და ნოუთბუკს – CR–48 ის მიიღებს, ვინც მის ვებ–ბრაუზერს ჰაკერთა ყოველწლიურ შეჯიბრზე გატეხავს. ტურნირზე, რომელიც კანადაში 9–11 მარტს კონფერენციის – CanSenWest ფარგლებში ტარდება, Chrome-სთან ერთად ჰაკერებს გასატეხად შესთავაზებენ – Internet Explorer, Safari, Firefox.
ვანკუვერში გასამართი ჰაკერთა კონკურსის სპოსნორის, კომპანია TippingPoint–ის ცნობით, Google–ის ინდივიდუალური ჯილდოს გარდა, ორგანიზატორებმა გამარჯვებული ჰაკერებისთვის პრიზად 15 ათასი ამერიკული დოლარი და ნოუთბუქი დააწესეს. სხვათა შორის, 2010–2009 წლების ანალოგიურ შეჯიბრში Google Chrome ერთადერთი ბრაუზერი იყო, რომელიც ვერავინ გატეხა.  
აქვე გაცნობებთ, რომ 4 თებერვალს Google–მ თავისი ბრაუზერის მეცხრე ვერსია წარმოადგინა. ახალ Chrome–ში ჩამატებულია ფუნქცია Chrome Instant და WebGL–ის მხარდამჭერი ტექნოლოგია.  WebGL ვებ–ბრაუზერის ფანჯარაში 3D გრაფიკის აჩქარებას უწყობს ხელს, Chrome Instant კი გუგლის საძიებო სისტემის, იგივე Google Instant-ის სახეცვლილი ვარიანტია.
სხვათა შორის, Net Applications-ის იანვრის მონაცემებით, Google chrome ვებ–ბრაუზერების ბაზარზე 10%–იან ნიშნულს  პირველად გასცდა. 2011 წლის პირველი თვის მაჩვენებლებით, პოპულარულობის მხრივ, ბრაუზერებს შორის chrome–ს მესამე პოზიცია ერგო. პირველზე Internet Explorer–ია, მეორეზე კი –Firefox. 

Google-მ 20 ათასდოლარიანი პრიზი და ნოუთბუკი CR-48 მისთვის  დააწესა, ვინც მის ვებ–ბრაუზერს ჰაკერთა ყოველწლიურ შეჯიბრზე გატეხავს. ტურნირზე, რომელიც კანადაში 9–11 მარტს კონფერენციის – CanSenWest ფარგლებში ტარდება, Chrome-სთან ერთად ჰაკერებს გასატეხად შესთავაზებენ – Internet Explorer, Safari, Firefox.  

ვანკუვერში გასამართი ჰაკერთა კონკურსის სპოსნორის, კომპანია TippingPoint–ის ცნობით, Google–ის ინდივიდუალური ჯილდოს გარდა, ორგანიზატორებმა გამარჯვებული ჰაკერებისთვის პრიზად 15 ათასი ამერიკული დოლარი და ნოუთბუქი დააწესეს. სხვათა შორის, 2010–2009 წლების ანალოგიურ შეჯიბრში Google Chrome ერთადერთი ბრაუზერი იყო, რომელიც ვერავინ გატეხა.  

აქვე გაცნობებთ, რომ 4 თებერვალს Google–მ თავისი ბრაუზერის მეცხრე ვერსია წარმოადგინა. ახალ Chrome–ში ჩამატებულია ფუნქცია Chrome Instant და WebGL–ის მხარდამჭერი ტექნოლოგია.  WebGL ვებ–ბრაუზერის ფანჯარაში 3D გრაფიკის აჩქარებას უწყობს ხელს, Chrome Instant კი გუგლის საძიებო სისტემის, იგივე Google Instant-ის სახეცვლილი ვარიანტია.

სხვათა შორის, Net Applications-ის იანვრის მონაცემებით, Google chrome ვებ–ბრაუზერების ბაზარზე 10%–იან ნიშნულს  პირველად გასცდა. 2011 წლის პირველი თვის მაჩვენებლებით, პოპულარულობის მხრივ, ბრაუზერებს შორის chrome–ს მესამე პოზიცია ერგო. პირველზე Internet Explorer–ია, მეორეზე კი– Firefox. 

http://my-chrome.ru
http://my-chrome.ru

მასალების გადაბეჭდვის წესი