ტექნოლოგიები

სოციალური ქსელი ინტერნეტის გარეშე – სპეციალურად ეგვიპტელებისთვის

2 თებერვალი, 2011 • • 1501
სოციალური ქსელი ინტერნეტის გარეშე – სპეციალურად ეგვიპტელებისთვის

კომპანიამ Google ინტერნეტისა და შესაბამისად სოციალური ქსელების გარეშე დარჩენილი ეგვიპტის მოქალაქეებისათვის, სახელდახელოდ ახალი სერვისი Speak to Tweet შექმნა. გარე სამყაროსთან კავშირისთვის ეგვიპტელებს საშუალება ეძლევათ, დარეკონ საერთაშორისო ნომრებზე (+16504194196,+390662207294, +97316199855) და დატოვონ ხმოვანი შეტყობინება, რომელიც Twitter-ის მიკრო-ბლოგებში ავტომატურად განთავსდება. შეგახსენებთ, ეგვიპტეში სამოქალაქო არეულობის დასაწყისშივე ადგილობრივმა ხელისუფლებამ სოციალუტი ქსელი Twitter დაბლოკა.

მოგვიანებით, როცა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მოქალაქეთა ქუჩაში გამოსვლამ მასობრივი სახე მიიღო, ეგვიპტეში ინტერნეტი გათიშეს. რაც შეეხება მობილურებს, ფიჭური კავშირგაბმულობა შეუფერხებლად მუსაობს.

Google-მ ახლადშეძენილი კომპანია SayNow-ს სპეციალისტებთან ერთად სწორედ ისეთი სერვისი აამუშავა, რომელიც ინტერნეტს არ საჭიროებს და სოციალურ ქსელში მობილურის დახმარებით ჩართვის საშუალებას იძლევა. ეგვიპტის მოქალაქეების მიერ ახალი სერვისით გამოგზავნილი შეტყობინებების მოსმენა შესაძლებელია ზემოთ მითითებულ საერთაშორისო ნომრებზე ან ინტერნეტ მისამართზე – twitter.com/speak2tweet.

მასალების გადაბეჭდვის წესი