ტექნოლოგიები

NASCAR–ში გეიმერების რბოლა დაგეგმილზე გვიან დაიწყება

21 იანვარი, 2011 • • 1341
NASCAR–ში გეიმერების რბოლა დაგეგმილზე გვიან დაიწყება

ოკეანის გაღმა არსებული ცნობილი საავტომობილო წრიული რბოლის, NASCAR–ის შესახებ თამაში დაგეგმილზე გვიან გამოვა. სტუდიამ Eutechnyx–მა განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ  თამაშის საბოლო ვერსიის მომზადებამდე რამდენიმე ტესტირება დარჩათ ჩასატარებელი.

შესაბამისად, ახალი სარბოლო თამაშის, თებერვლის ნაცვლად, მარტში გამოშვების წინადადებას გამომცემლობა Activision–იც დათანხმდა.

NASCAR–ისგან თემატური თამაშის გამოსაცემად ლიცენზია სწორედ  Activision –ს ეკუთვნის. თამში NASCAR 2011 სამი სხვადასხვა სათამაშო მოწყობილობისთის – PlayStation 3, Xbox 360 და Wii–ისთვის მზადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი