ტექნოლოგიები

Facebook–ის კონკურენტი Myspace-ი იძულებულია შეამციროს 500 სამუშაო ადგილი

12 იანვარი, 2011 • 1252
Facebook–ის კონკურენტი Myspace-ი იძულებულია შეამციროს 500 სამუშაო ადგილი

Myspace-მა თანამშრომელთა რაოდენობა თითქმის გაანახევრა: სოციალური ქსელების კომპანიამ 500 სამუშაო ადგილი გააუქმა და თითქმის 1100 თანამშრომელი დაითხოვა.

„დღევანდელი მწვავე, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიღებულია იმისათვის, რომ კომპანიამ მოძებნოს მდგრადი განვითარების გზა“ – განცხადა Myspace-ის პრეზიდენტმა მაიკ ჯონსმა. მისივე თქმით, კომპანიამ საიტი განაახლა გასული წლის შემოდგომაზე და იგი ფოკუსირებულია 13–დან 35 წლამდე ასაკის აუდიტორიის გართობაზე.

USA TODAY–ს ინფორმაციით, Myspace-მა, შინაგანაწესის შესაბამისად, გათავისუფლების შესახებ თანამშრომლებს გუშინ დილით აცნობა.

ბევერლი ჰილსში დაფუძნებულმა კომპანიამ, რომელსაც News Corp.-ი ფლობს (News Corp.-მა 2005 წელს იყიდა Myspace–ი 500 მილიონ აშშ დოლარად), რამდენჯერმე კოსმეტიკურად გადაახალისა საიტი და გარიგებაც კი გააფორმა Facebook–თან შინაარსის გაზიარებასთან დაკავშირებით, რათა შეენარჩუნებინა აუდიტორია, თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, კომპანიის ბოლო მაქინაციებმა მიზანს ვერ მიაღწია.

ანალიტიკოს ჯია ვუს თქმით,  Myspace–ის გასული წლის მესამე კვარტლის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 25%–ით, ანუ 163 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, მეოთხე კვარტალში კი 30–40%–ით.

ამასთანავე, თუკი 2009 წლის ნოემბერში Myspace–ის აუდიტორია 108.1 მილიონ წევრს ითვლიდა, 2010 წლის ნოემბერში მათი რაოდენობა 81.5 მილიონამდე შემცირდა. Facebook–მა კი გასულ წელს აუდიტორიის წევრთა რაოდენობა 350–დან 500 მილიონამდე გაზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი