ტექნოლოგიები

Ge დომენების სამართლებრივი რეგულირება

22 დეკემბერი, 2010 • 1326
Ge დომენების სამართლებრივი რეგულირება

დომენების სამართლებრივი რეგულირება საქართველოს მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ძირითადი ფუნქცია ხდება.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს  კანონში ცვლილებების შესატანად პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა.

პროექტის მიხედვით, კანონის მე–11 მუხლის მე–3 პუნქტს დაემატება ქვეპუნქტი:ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის სამართლებრივი რეგულირება”;

კომუნიკაციების შესახებ კანონის მე–11 მუხლი ელექტრონული კომინიკაციის სფეროში კომისიის ძირითად ამოცანებს და ფუნქციებს განსაზღვრავს, მესამე პუნქტი კი, სადაც ცვლილებები შედის, კომისიის ძირითადი ფუნქციებია გაწერილი.

დომენების სამართლებრივი რეგულირება ცვლილებების ავტორებს პროექტში ასე აქვთ დასაბუთებული: „დღეს ინტერნეტის დომენებს გასცემს შპს ”კავკასუს ონლაინი” და არანაირი რეგულაცია ამისა არ არსებობს. ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაციის წესი დგინდება ნორმატიულად. კომისია მიიღებს დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქართული დომენური სახელების რეგისტრაცია. მოწესრიგდება ქართული დომენების, მათ შორის ქართულ ანბანზე აგებული დომენების გაცემა-რეგისტრაციის პროცესი, დომენების გაცემისას აღიკვეთება სუბიექტური დაუსაბუთებელი მიდგომა“.

ცვლილებების პროექტს პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ.

ვებ გვერდის რეგისტრანტი, სადაც მსურველებს ge. დომენების რეგისტრაცია შეუძლიათ,   Internet Development Group-ს აქვს დარეგისტრირებული.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი