ტექნოლოგიები

WordPress-ის მესიჯი ხელისუფლებას: თუ შეიძლება იმეილი შეამოწმეთ, გეთაყვა

26 ნოემბერი, 2015 • 2269
WordPress-ის მესიჯი ხელისუფლებას: თუ შეიძლება იმეილი შეამოწმეთ, გეთაყვა

“საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ მოგწერეთ ელექტრონული წერილი იმასთან დაკავშირებით, რომ  დაბლოკილია საქართველოში. შეგიძლიათ შეამოწმოთ იმეილი, გეთაყვა?”, – ამ შინაარსის პოსტი ვორდპრესის ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა ტვიტერზე, სადაც საქართველოს ხელისუფლებაა მონიშნული.


ეს პოსტი ვორდპრესმა ტვიტერზე მაშინ გამოაქვყენა, როდესაც საქართველოდან ვორდპრესის ჰოსტინგზე მომუშავე საიტებზე წვდომა შეზღუდული იყო.

ვებგვერდებზე, რომლებიც ვორდპრესის ჰოსტინგებზე [ჰოსტინგი – ტექნიკური და პროგრამული საშუალება, სადაც საიტია განთავსებული] მუშაობენ, ამჟამად საქართველოდან წვდომა აღდგენილია. საუბარია ბლოგებზე და სხვა სახის საიტებზე, რომლის მისამართებშიც WordPress.com – ურევია. ამ გვერდებზე გუშინ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოდან წვდომა შეზღუდული იყო, ხოლო უცხოეთიდან უპრობლემოდ შედიოდნენ.

უცნობი იყო, რას უკავშირდებოდა ვორდპრესის საიტებზე საქართველოდან წვდომაზე მასობრივი შეზღუდვის ფაქტი. ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტები ეჭვობდნენ, რომ ამის მიზეზი “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ვებგვერდის დაბლოკვაა. “ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილირებული საიტი სწორედ ვორდპრესის ჰოსტინგზეა განთავსებული და ის ამჟამად მიუწვდომელი მხოლოდ საქართველოდანაა, უცხოეთიდან მომხარებლები საიტზე ისევ შედიან. სუს-ის მიერ ნეტგაზეთისთვის მიცემულმა კომენტარმა დაადასტურა, რომ ვებგვერდების დაბლოკვის მიზეზი სწორედ ზემოხსენებული საკითხია, თუმცა უწყების განმარტებები სხვა კითხვებსაც აჩენს. მაგალითად, თუ სუს-მა ვებგვერდი ვორდპრესთან თანამშრომლობით დაბლოკა, რატომ არ გააკეთა ეს ისე, რომ მასზე წვდომა უცხოური მისამართიდანაც შეუძლებელი იყოს.

“ჩვენს და wordpress-ს შორის შედგა კომუნიკაცია. რამდენიმე საათის განმავლობაში ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობდა. პრობლემა უკვე გამოსწორებულია და ამ დროისთვის დაბლოკილია მხოლოდ ე.წ.ისლამური სახელმწიფოს გვერდები და სხვა გვერდებზე წვდომა შეზღუდული არ არის”, – განგვიცხადეს სუს-ში.

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოდან ვორდპრესის საიტებზე წვდომა სუს-მა არა ვორდპრესთან კომუნიკაციის, არამედ საქართველოში მოქმედი მთავარი ინტერნეტ-პროვაიდერების დახმარებით შეზღუდა. სილქნეტში და კავკასუსში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ საკითხს მოიკვლევენ.

“ხელისუფლებას შეეძლო დაებლოკა კონკრეტული გვერდები wordpress.com-ზე. ამისითვის არსებობს ტექნიკური შესაძლებლობები. არ იყო საჭირო სერვისზე ყველა ქვედომენის გათიშვა. მიუწვდომელ გვერდებს შორის არიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, სტუნდეტები და ბლოგერები. ძალოვნებმა უნდა გამოაქვეყნონ ის წერილი, რომლითაც, იმედია, მანამდე wordpress-ის ადმინისტრატორებს მიმართეს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ”, – აცხადებს ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი.

მას შემდეგ, რაც ვორდპრესის საიტებზე საქართველოდან წვდომის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, ვორდპრესმა ერთ-ერთ მომხმარებელ საბა ლეკვეიშვილს ამ ტიპის მესიჯი მიწერა:   

მასალების გადაბეჭდვის წესი