ტექნოლოგიები

ISIS-ის ვებგვერდთან ერთად საქართველოში ვორდპრესის ჰოსტინგზე სხვა საიტებიც დაიბლოკა

25 ნოემბერი, 2015 • 2382
ISIS-ის ვებგვერდთან ერთად საქართველოში ვორდპრესის ჰოსტინგზე სხვა საიტებიც დაიბლოკა

ვებგვერდები, რომლებიც ვორდპრესის  ჰოსტინგზე არიან განთავსებული [ჰოსტინგი – ტექნიკური და პროგრამული საშუალება, სადაც საიტია განთავსებული] საქართველოდან მიუწვდომელია. საუბარია ბლოგებზე და სხვა სახის საიტებზე, რომლის მისამართებშიც WordPress.com – ურევია. ამ გვერდებზე უცხოეთიდან უპრობლემოდ შედიან.

ჯერჯერობით უცნობია, რას უკავშირდება ვორდპრესის უფასო საიტებზე საქართველოდან წვდომაზე მასობრივი შეზღუდვის ფაქტი, თუმცა ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ამის მიზეზი “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ვებგვერდის დაბლოკვაა. “ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილირებული საიტი სწორედ ვორდპრესის უფასო ჰოსტინგზეა განთავსებული და ის ამჟამად მიუწვდომელი მხოლოდ საქართველოდანაა, უცხოეთიდან საიტზე მომხარებლები ისევ შედიან.

“ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილირებული საიტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინიციატივით დაიბლოკა, თუმცა უცნობია, რატომ მიჰყვა მას ვორდპრესის ჰოსტნგზე არსებული სხვა ვებგვერდებიც.

“გამოძიების ფარგლებში განხორციელდა დაბლოკვა, მეტს ვერაფერს გეტყვით”, – აცხადებენ სუს-ში.

ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქართველოდან ვორდპრესის საიტებზე წვდომა სუს-მა საქართველოში მოქმედი მთავარი ინტერნეტ-პროვაიდერების დახმარებით შეზღუდა. სილქნეტში და კავკასუსში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ამ საკითხს ხვალ მოიკვლევენ. 

“ხელისუფლებას შეეძლო დაებლოკა კონკრეტული გვერდები wordpress.com-ზე. ამისითვის არსებობს ტექნიკური შესაძლებლობები. არ იყო საჭირო სერვისზე ყველა ქვედომენის გათიშვა. მიუწვდომელ გვერდებს შორის არიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები, სტუნდეტები და ბლოგერები. ძალოვნებმა უნდა გამოაქვეყნონ ის წერილი, რომლითაც, იმედია, მანამდე wordpress-ის ადმინისტრატორებს მიმართეს, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამდნენ”, – აცხადებს ინტერნეტ-ტექნოლოგიების სპეციალისტი კონსტანტინ სტალინსკი.

UPDATE 23:15 – წვდომა შეზღუდულია მაგთის მობილური ინტერნეტიდანაც, რაც შეეხება ჯეოსელს, მისმა ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნეტგაზეთს აცნობა, რომ ბლოგზე შედის.

UPDATE 23:28 – ვებგვერდებზე, რომლებიც ვორდპრესის უფასო ჰოსტინგზეა განთავსებული, წვდომა აღსდგა, მათ შორის “ისლამურ სახელმწიფოსთან” აფილისრებულ საიტზეც.

IS – ის ქართულენოვანი საიტი გათიშეს ვორდპრესზე და მას მიჰყვა სხვა ჩვეულებრივი ბლოგებიც,რომლებიც იყო აწყობილი ამ ძრავზე…

მასალების გადაბეჭდვის წესი