ტექნოლოგიები

“Edmodo”- სოციალური ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის

12 დეკემბერი, 2010 • • 1928
“Edmodo”- სოციალური ქსელი მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის

“Edmodo” სოციალური ქსელია ამერიკაში, რომელიც განკუთვნილია  მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის. აქცენტი გაკეთებულია სწრაფ კომუნიკაციზე, დავალებების გაზიარებაზე და ა.შ.

“Edmodo” არის სწავლების ახალი საშუალება, სადაც მასწავლებლებს შეუძლიათ ატვირთონ დავალებები, ფაილები, გაუზიარონ ბმულები და ასევე სტუდენტების შეფასებები.

სტუდენტებს საშუალება აქვთ, “Edmodo”-ს  მეშვეობით დაეკონტაქტონ პედაგოგებს და თანაკურსელებს, ჩაერთონ დისკუსიებში და გაიგონ საკუთარი შეფასებები. “Edmodo”-ს გამოყენება მობილური ტელეფონითაცაა შესაძლებელი.

“Edmodo” არის უფასო სოციალური ქსელი და ამ ლინკზე გადასვლით შესაძლებელია ამ საიტის უკეთ გაცნობა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი