ტექნოლოგიები

არ შეამოწმოთ ძილის წინ ”Facebook”-ი

6 დეკემბერი, 2010 • • 1145
არ შეამოწმოთ ძილის წინ ”Facebook”-ი

უკანასკნელი, რასაც ძილის წინ ზრდასრული ბრიტანელების 70 % აკეთებს, ”Facebook” – ზე საკუთარი პროფილის შემოწმებაა.

გამოკვლეულთა უმრავლესობა ძილის წინ სტატუსებს ცვლის და დაახლოებით 16 წუთი ათვალიერებს სოციალურ ქსელს, რაც, მედიკოსების აზრით, ცუდ გავლენას ახდენს ადამიანების ძილზე. როგორც ძილის სპეციალისტი მაიკლ ჰასტინგი ხსნის, ადამიანები ვერც კი აცნობიერებენ, თუ რა უარყოფით  გავლენას ახდენს კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის გამოყენება მათ ძილზე.

ჰასტინგის თქმით, კომპიუტერისა და მობილური ტელეფონის ანთებული ეკრანი ნეგატიურად მოქმედებს ძილზე და ადამიანებს ხელი ეშლებათ ჩაძინებაში, ამასთანავე, ვერ იღებენ ძილის იმ რაოდენობას, რაც საჭიროა ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტრადიციული მაღვიძარა უკვე დაძველდა, რადგან ბრიტანელების 84% გასაღვიძებლად უკვე მობილური ტელეფონის მაღვიძარას იყენებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი