ტექნოლოგიები

“ელექტრონული მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში”

1 დეკემბერი, 2010 • • 1129
“ელექტრონული მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში”

ინფორმაციის გაცვლის სააგენტოს განცხადებით, ახალი პროექტის შედეგად ელექტრონული მმართველობის შესახებ კანონმდებლობა შეიქმნება. განხორციელდება პროექტები, რომლებიც ბიზნესსა და მთავრობას მარტივად დააკავშირებს ერთმანეთთან.

მონაცემთა გაცვლის სააგენტო პროექტს «ელექტრონული მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში» ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ბიუჯეტი 1,2 მილიონი ევროა.

კოორდინატორების თქმით, პროექტის განხორციელება 2011 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2013 წელს დასრულდება.

2013 წლისთვის საქართველოს უნდა ჰქონდეს კანონდებლობა, კანონქვემდებარე აქტები და სხვა ნორმატიული რეგულაციები, რომლებიც განსაზღვრავენ ელექტრონული მმართველობის პრინციპებს.

ინფორმაციის გაცვლის სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი გვენეტაძის თქმით, პროექტის კიდევ ერთი მიზანი ადმინისტრაციულ დაწესებულებებს შორის კომუნიკაციის დამყარებაა. სახელმწიფო დაწესებულებებს შორის მონაცემთა გაცვლა გამარტივდება.

ინფორმაციის გაცვლის სააგენტო ინფორმაციის უსაფრთხოების კუთხითაც იმუშავებს. პროექტის ფარგლებში ელექტრონული მმართველობისთვის საჭირო კადრები მომზადდება. პროექტის კოორდინატორები პერსონალს საზღვარგარეთაც ჩაუტარებენ სემინარებს.

თბილისი მარიოტში დღეს გაართულ პრესკონფერენციაზე პროექტის კოორდინატორებმა შესრულებული სამუშაოს შედეგები ევროგაერთიანებისა და USAID-ის წარმოამადგენლებს გააცნეს.

ფილიპ ბერნარდმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის დელეგაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუცილებელია, პროექტში გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის ინტერესები, ჩაერთონ ელექტრონულ მმართველობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი