ტექნოლოგიები

„კავკასუს ონლაინის“ აბონენტებსა და სომხეთს ინტერნეტის მიწოდება დაახლოებით 4 საათში აღუდგება

21 ივლისი, 2010 • • 1417
„კავკასუს ონლაინის“ აბონენტებსა და სომხეთს ინტერნეტის მიწოდება დაახლოებით 4 საათში აღუდგება

როგორც „რკინიგზის ტელეკომის“ქსელის მართვის ადმინისტრაციის უფროსმა, დავით ცერცვაძემ ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნა,  სამუშაო ჯგუფს აღდგენითი სამუშაოები დღეს,  დილის 5 საათზე, უნდა დაეწყო, თუმცა, გარკვეული ტექნიკური შეფერხების გამო, დრომ გადაიწია და „კავკასუს ონლაინის“ აბონენტებსა და სომხეთს ინტერნეტის მიწოდება დაახლოებით  4 საათში აღუდგება.

„ვვარადუობთ, რომ დაახლოებით 3–4 საათში აღდგება ინტერნეტი, თუკი სამუშაო პროცესის დროს კიდევ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი  არ წარმოიშვა“, –ამბობს ცერცვაძე.

მიის თქმით, დაახლოებით დღენახევრის წინ ქუთაისთან ახლოს, მაგისტრალზე, ასფალტის სიღრმეში წარმოქმნილმა დაზიანებამ საკომუნიკაციო კაბელები მწყობრიდან გამოიყვანა.

როგორც დავით ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოს მოსახლეობის გარდა, „კავკასუს ონლინი“ ინტერნეტს სომხეთსაც აწვდის. „ამ ავარიის გამო, ახლა სომხეთის 80 %–ს ინტერნეტი არ აქვს“.

NEWS.am, სომხური ონლაინ გამოცემის მიხედვით, ინტერნეტის მიწოდების მხრივ, სომხეთს საქართველოს გამო პრობლემა მხოლოდ ივლისში ექვსჯერ შეექმნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი