ტექნოლოგიები

10 მილიარდი წუთი სოციალიზაციაში

17 ივნისი, 2010 • 1316
10 მილიარდი  წუთი სოციალიზაციაში

თვეში მომხმარებლების მიერ ინტერნეტში დახარჯული დროის 22 % სოციალურია – აცხადებს მარკეტინგული კვლევის კომპანია Nielsen-ი. სოციალურ ქსელ facebook-ზე 400 ათასამდე მომხმარებელია დარეგისტრირებული საქართველოდან.

კომპანია Nielsen -მა 15 ივნისს გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტში ”ტვიტერინგს”, კომენტირებას, ბლოგინგს, გაზიარებასა და ლინკირებას ინტერნეტში გატარებული დროის 22% მიაქვს.

ვების მომხმარებლები თვიურად ჯამში 110 მილიარდ წუთს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებზე.

Nielsen -ის  კვლევის მიხედვით, სოციალური ქსელებისა და ბლოგების მონახულება გასულ წელთან შედარებით  20% –ით გაიზარდა და გლობალური ქსელის მომხმარებელთა სამი მეოთხედი შეადგინა.

გარდა ამისა,  2010 წელს  მომხმარებლები დღეში საშუალოდ 6 საათს ატარებენ სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში, მაშინ, როცა წინა წელს ეს ციფრი სამს შეადგენდა.

Nielsen -ის სტატისტიკის მიხედვით, დღეში დაახლოებით ნახევარი მილიარდი ადამიანი  6 საათს ატარებს facebook-ზე. კვლევის მიხედვით, ეს სოციალური ქსელი ყველაზე პოპულარული იტალიაშია – ინტერნეტის მომხმარებელთა ორი მესამედი სტუმრობს ქსელს ყოველთვიურად.

ყველაზე ”სოციალურები” ბრაზილიელები არიან – ამ ქვეყნის ინტერენტის მომხმარებელთა 86% სტუმრობს სოციალურ ქსელებს და 5 საათს მაინც ატარებს.  მომხმარებლები ავსტრალიიდან კი ქსელებზე 7 საათს ატარებენ.

მარკეტინგული კვლევის კომპანიის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სოციალური გვერდები  Facebook  და YouTube – ია. ბრაზილიაში ამ ბრენდებს google-ს ქსელი Orkut-ი ემატება.

ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი საქართველოში Facebook – ია, სადაც საქარტველოდან ამ დროისთვის 380,680 მომხმარებელია დარეგისტრირებული. Facebook-ის მომხმარებელთა რიცხვი საქართველოში აპრილის შემდეგ  დაახლოებით 40 ათასი მომხმარებლით გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი