ტექნოლოგიები

Face.ge 100.000 რეგისტრირებული მომხმარებლით

3 მაისი, 2010 • 1988
Face.ge  100.000 რეგისტრირებული მომხმარებლით

დღეში, საშუალოდ, 6 ათასზე მეტი  უნიკალური ვიზიტორი ჰყავს  ქართულ-ესტონურ პროექტს face.ge-ს, რომელიც 2 წელია  შეიქმნა.

კი და არა – ასე პასუხობს face.ge –ს ერთ– ერთი დამფუძნებელი კითხვაზე, გახდა თუ არა ქართული სოციალური ქსელი  ქართველ მომხმარებელთა შორის ძალიან პოპულარული ქსელების, facebook-ის და odnoklasniki-ის, ალტერნატივა.

 გიგა პაიჭაძეს ორივე პასუხზე განმარტება აქვს. თუმცა, ინტერვიუს დასაწყისში, ვთხოვეთ პროექტის იდეასა და მიზნებზე მოეთხრო:

”ჯერჯერობით face.ge არ არის ადგილი, სადაც შეხვალ და ნაცნობებს ან კლასელებს იპოვი, ისევე როგორც, ვთქვათ, odnoklaniki.ru- ზე ან facebook-ზე” – ამბობს მირზა სართანია, face.ge-ს ხელმძღვანელი საქართველოში. მთავარი პრიორიოტეტი მისთვის, ამ ეტაპზე, სწორედ საიტის ასეთ ადგილად ქცევაა:

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი