ტექნოლოგიები

Facebook-მა ოსამა ბენ ლადენის გვერდი დაბლოკა

19 აპრილი, 2010 • • 1412
Facebook-მა ოსამა ბენ ლადენის გვერდი დაბლოკა

„facebook-მა“ოსამა ბინ ლადენის სახელით გახსნილი გვერდი დაბლოკა.

ექაუნთი ქსელში 25 მარტს გაიხსნა და რამდენიმე დღეში უკვე 1000–მდე ფანი შეაგროვა. გვერდზე „ნომერ პირველი ტერორისტი“ გავრცელებული იყო აუდიო და ვიდეო მასალა ისლამელი ექსტრემისების, რომელიც ტელეარხ „ალქაიდას“ მიერ არის გადაღებული. თავად გვერდის მფლობელი აცხადებდა, რომ ის „მოჯახედების პრინცია“.

ენდრიუ ნოიესი, „ფეისბუქის“ წარმომადგენელი გამოთქვამს დიდ ეჭვს, რომ ოსამა ბინ ლადენის ნიკის ქვეშ მყოფ ადამიანს არანაირი კავშირი არ აქვს რეალურ პიროვნებასთან.

„ადამიანები ხშირად რეგისტრირდებიან ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის სახელით, მიუხედავად იმისა თუ როგორი რეპუტაცია აქვს მას. ჩვენ მკაცრად ვიცავთ ინსტრუქციებს და ამ ტიპის გვერდებს ვშლით,“–ამბობს ნოიესი.

მასალების გადაბეჭდვის წესი