ტექნოლოგიები

Facebook-ის ახალი სიმბოლოები გენდერული თანასწორობისათვის

9 ივლისი, 2015 • • 2116
Facebook-ის ახალი სიმბოლოები გენდერული თანასწორობისათვის

Facebook-ი ამ დრომდე იყენებდა ”მეგობრების” ისეთ სიმბოლოს, სადაც წინა პლანზე კაცის გამოსახულება იყო გამოტანილი, ხოლო ქალის სილუეტი უკანა ფონზე ჩანდა, თითქმის ჩამოჭრილი ცალი მხრით.

Facebook-ის ახალი სიმბოლოები, ფოტო: medium.com
Facebook-ის ახალი სიმბოლოები, ფოტო: medium.com

ახალ სიმბოლოზე კი ქალმა წინა მხარეს გადმოინაცვლა, როგორც ”მეგობრების” სიმბოლოზე, ისე ჯგუფების აღმნიშვნელ გამოსახულებაზე. ახალმა იკონებმა უფრო მოდური ვარცხნილობებიც მოირგეს.

 

ცვლილება Facebook-ის 1.4 მილიარდი მომხმარებლისათვის შესაძლოა ძნელი შესამჩნევი იყოს, მაგრამ, როგორც ცვლილების იდეის ავტორი, დიზაინერი კეიტლინ ვინერი ამბობს, ძველ სიმბოლოზე ქალებს კაცების ჩრდილის ქვეშ უწევდათ ყოფნა და მსგავსი სიახლე ქვეცნობიერ ზეგავლებას მოახდენს ადამიანების აღქმნის უნარზე. ცვლილება დადებითად განაწყობს სოციალური ქსელის მომხმარებელს გენდერული თანასწორობის იდეის მიმართ. საკუთარი იდეისა და თემის მიმართ გაჩენილი ინტერესის შესახებ ვინერი თავის ბლოგში წერს. 

Facebook-ის ახალი სიმბოლოები, ფოტო: medium.com
Facebook-ის ახალი სიმბოლოები, ფოტო: medium.com

შეიცვალა ასევე ”შეტყობინებების” სიმბოლოც. თქვენს ”გლობუსზე” ის ნახევარსფერო გამოჩნდება, რომელშიც ცხოვრობთ.  

კომპანიაში, 2015 წლის მაისის მონაცემებით, 10,082 ადამიანი მუშაობს. დასაქმეულთა შორის 68% კაცია და უმაღლეს თანამდებობებსაც ისინი იკავებენ. ეს ფაქტი კრიტიკას უკვე დიდი ხანია იმსახურებს და ბევრის აზრით, ასევე უთანასწორობისა და სქესობრივი ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითია Facebook-ის მხრიდან.

სტატისტიკური მონაცემები Facebook-ში დასაქმებულთა შესახებ.
სტატისტიკური მონაცემები Facebook-ში დასაქმებულთა შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი