ტექნოლოგიები

რუსთავის მოსახლეობის ნაწილი შეუსაბამო ანტენების გამო ციფრულ სიგნალს ვერ იღებს

3 ივლისი, 2015 • • 2104
რუსთავის მოსახლეობის ნაწილი შეუსაბამო ანტენების გამო ციფრულ სიგნალს ვერ იღებს

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ ეს გაუგებრობა არის სახელმწიფოს ბრალი, რადგან ინფორმაციის მიწოდებისას მათ არ ჩააყენეს საქმის კურსში მოსახლეობა, რომ მხოლოდ set top box, ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობა საკმარისი არ იქნებოდა.

 

კუპრაშვილის თქმით, მოსახლეობის დახმარებას ცდილობენ რეგიონული ტელევიზიები. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ახსნა, რომ ანტენების გარეთ გატანა აუცილებელია და “მაკრატლით და მავთულით ვერ დავიჭერთ ციფრულ მაუწყებლობას.”

 

დღეს “ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ყურაშვილმა განაცხადა, რომ მცირედი გაუგებრობა იყო ის, რომ მოსახლეობას არ ჰქონდა ინფორმაცია ანტენებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, კომისიის მონიტორინგის ჯუფი იმყოფება რუსთავში და პრობლემის მოგვარებას ცდილობს. ყურაშვილის თქმით, თოთოეულ რეგიონში დაგეგმილი დამატებითი სარეკლამო კამპანიებისა და შეხვედრების დროს გამახვილდება ამ საკითხზე ყურადღება.

 

რეგიონული ტელევიზია “ქვემო ქართლის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი მგალობლიშვილმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ 1 და 2 ივლისს, რუსთავში ანალოგური სიგნალის გათიშვის შემდეგ მის ოფისში 500-მდე მომხმარებლის ზარი შევიდა, რომლებიც იღებდნენ რეგიონული ტელევიზიების სიგნალს, თუმცა ვერ იჭერდნენ ეროვნულ ტელევიზიებს.

 

გიორგი მგალობლიშვილი ამბობს, რომ “ქვემო ქართლის ტექნიკოსების ჯგუფი წავიდა, რომ დახმარებოდა მოსახლეობას, რომელსაც მიაჩნდა, რომ მათ გამოუსადეგარი ციფრული სიგნალის მიმღები მოწყობილობები (set top box) იყიდეს.

 

“პრობლემები არის ანტენაში, სახლის ანტენით ვერ იღებენ, უნდ აიყოს სახურავზე დადგმული ანტენა, რაც არ ჰქონდათ, და ჩვენ მიმართ წამოვიდა აგრესია – კიდევ ანტენა ვიყიდო, კიდევ კაბელი ვიყიდო…” – ამბობს მგალობლიშვილი.

 

მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს დღესაც არ აქვს მაწუყებლობა. მართალია, “ქვემო ქართლი” ატრიალებს რგოლს, მაგრამ ვინც უყურებს, იმას უკვე აქვს მაუწყებლობა, ხოლო ვისაც არ აქვს, ის ისედაც ვერ ნახავს.

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” წარმომადგენლის უჩა სეთურის თქმით, თბილისის სამაუწყებლო ზონაში არანაირი პრობლემა სიგნალის გავრცელების თვალსაზრისით არ არსებობს.

 

“გუშინწინ შევამოწმეთ ლილო, თბილისის ზღვა და მიმდებარე ტერიტორია, სადაც არ ყოფილა ხარვეზები მიღების. გუშინ შევამოწმეთ რუსთავი, დილიდან დავიწყეთ პროცესი. შევამოწმეთ  თელეთი, ფონიჭალა, მარნეული, ბოლნისის სოფლების ნაწილი, შევამოწმეთ შულავერი, საზღვრისპირა რეგიონი. შემდეგ შევამოწმეთ რუსთავი და ეს შემოწმება იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც აჟიოტაჟი იყო დაწყებული”, – ამბობს უჩა სეთური.

 

უჩა სეთურის თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო რისივერების ბრალი, თუმცა მათ რუსთავში 10 წერტილი შეამოწმეს და ხელმისწავდომია ყველა არხი.

ციფრული მაუწყებლობა
ციფრული მაუწყებლობა

მასალების გადაბეჭდვის წესი