ტექნოლოგიები

Android M – Google-ის შექმნილი ახალი ოპერაციული სისტემა

29 მაისი, 2015 • • 1463
Android M – Google-ის შექმნილი ახალი ოპერაციული სისტემა

Android 5.0 Lollipop-ისაგან  განსხვავებით, რომელიც ძირითად აქცენტებს შეცვლილ დიზაინზე აკეთებდა, ახალი სისტემა ტექნიკური მახასიათებლების გააუმჯობესებას გვპირდება.

 

Android M-ს ახალი დაცვის სისტემა აქვს, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაადასტუროთ ან უარყოთ ლოკაციის დაფიქსირების მოთხოვნა. ასევე, მისთვის მორგებული Google Chrome, რომელიც ვებ-გვერდებზე შესვლას აპლიაკაციების დატოვების გარეშე მოახერხებს. მას დაემატება Auto Fill სერვისიც.

 

შეიცვლება “გადამისამართების” ფუნქიციაც. მაგალითად, თუ თქვენს ი-მეილში მოთავსებულია Twitter ლინკი, მასზე დაკლიკებისას აპლიკაცია აღარ გკითხავთ, გსურთ თუ არა ლინკზე გადასვლა, ის ავტომატურად გადავა მითითებულ გვერდზე.

 

გაუმჯობესებული ანდროიდი Android Pay-ს ფუქნციითაც იქნება აღჭურვილი, რომელიც Google Wallet-თან იქნება ინტეგრირებული. პროგრამას დაიცავს თითის ანაბეჭდის სკანერი.

 

ახალ ანდროიდთან ერთად მობილურის ბატარეა უფრო დიდი ხანი შეგენახებათ. ოპერაციულ სისტემას წინამორბედების მსგავსად ექნება შესაძლებლობა ველიდან გააქროს ის ფონური აპლიკაციები, რომლებსაც გარკვეული დროის შემდეგ აღარ იყენებთ. Doze აპლიკაცია Android Lollipop-ის მსგავს ფუნქციაზე 2-ჯერ სწრაფად მუშაობს. ასევე Android M საშუალებას იძლევა თქვენი მობილურით სხვა მოწყობილობები დატენოთ.

 

ახალი ოპერაციული სისტემა ამჟამად მხოლოდ Nexus 5-ს, 6-ს, 9-სა და Nexus Player-ს ერგება.

Android M-ის პრეზენტაცია. წყარო: Verge.com
Android M-ის პრეზენტაცია. წყარო: Verge.com

მასალების გადაბეჭდვის წესი