ტექნოლოგიები

ახალი წესები Facebook-ის მომხმარებლებისათვის

16 მარტი, 2015 • • 1281
ახალი წესები Facebook-ის მომხმარებლებისათვის

განახლებული სტანდარტები გამოყოფილად განმარტავს თემას “საეჭვო ორგანიზაციების” შესახებ. სოციალურ ქსელებს ტერორისტული ორგანიზაციებიც კი იყენებენ პროპაგანდისათვის, ამიტომ ფეისბუქს არ სურს რომელიმე მსგავსი ორგანიზაციის პლატფორმად იქცეს.

 

ანგარიშში დიდი ყურადღება ეთმობა სიშიშვლის თემას. იკრძალება ქალის მკერდის სრულად გამოჩენა. თუმცა დასაშვებია ძუძუთი კვების ამსახველი ვიზუალური მასალის გამოქვეყნება.

 

იკრძალება ბულინგის, ფიზიკური ძალადობის, მაზოხისმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გამოქვეყნება; სიძულვილის ენის გამოყენება, კანონდამრღვევი მოქმედებების წასახილება.

 

ფეისბუქს სურს, რომ უზრუნველყოს გამაფრთხილებელი ბანერების განთავსება ფოტო-ვიდეომასალაზე. ამისათვის ავტორმა ან მომხმარებელმა თავად უნდა მიმართოს გვერდის ადმინისტრაციას და სთხოვოს ბანერი მასალისათვის.

 

გრაფიკული ძალადობის წინაშე ბრძოლას ფეისბუქის თავის ახალ გამოწვევად მიიჩნევს და სამომავლოდ მასალაზე კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს.

 

ფოტო :რეიტერი
ფოტო :რეიტერი

მასალების გადაბეჭდვის წესი