ტექნოლოგიები

სტომატოლოგიურ კლინიკა “ინდიგოს” დამფუძნებელი: ვამაყობთ სასტერილიზაციო აპარატით

24 თებერვალი, 2015 • 1778
სტომატოლოგიურ კლინიკა “ინდიგოს” დამფუძნებელი: ვამაყობთ სასტერილიზაციო აპარატით

“მახსოვს, როდესაც კლინიკას ვხსნიდი, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მქონოდა მსოფლიოში წამყვანი კომპანიის სასტერილიზაციო მოწყობილობა და შემდეგ დანარჩენი სხვა. ეს არის ის, რითაც ჩვენ, მთელი კლინიკა ამით ვამაყობთ”, – ამბობს “ინდიგოს”დამფუძნებელი თათია ანდღულაძე. მისივე თქმით, ხარისხის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ხარისხში ინვესტირება და ხარისხის ხარჯზე კომპრომისზე უარის თქმა.

თათია ანდღულაძის განმარტებით, “ინდიგოში” სასტერილიზაციო აპარატის გარდა, ასევე იყენებენ წამყვანი კომპანიების წარმოებულ სტომატოლოგიურ მასალებს, ხელსაწყოებსა და სხვა აპარატურას.  “ინდიგოს” დამფუძნებელი ამბობს, რომ სტომატოლოგიური მომსახურების მაღალი ხარისხს უახლეს ტექნოლოგიებთან ერთად, თამაშრომლების პროფესიონალიზმი და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი მუშაობა განაპირობებს.

“განახლებული ფილიალით ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი პაციენტებისა და ჩვენი საქმისადმი. გვინდოდა, ამ განახლებული ინტერიერით პაციენტებისთვის შეგვექმნა მყუდრო გარემო, რომ მათ თავი ეგრძონთ ისე, როგორც საკუთარ სახლში”, – ამბობს თათია ანდღულაძე.

სტომატოლოგიური კლინიკა “ინდიგო” 2008 წელს დაფუძნდა და ბოლო სამი წელია, მისი პაციენტების რიცხვმა წელიწადში 10 000-ს გადააჭარბა. “ინდიგოს” ამჟამად ორი ფილიალი აქვს: ერთი ბათუმში, ერთი კი თბილისში.

“ინდიგოს” თბილისის განახლებული ფილიალი აღმაშენებლის 187/189-ში, გერმანიის საელჩოს მოპირდაპირე მხარეს, სამსართულიან შენობაშია განთავსებული, კლინიკას აქვს ტერიტორია პარკინგისთვის. “ინდიგო” პაციენტებს ცოცხალი რიგის გარეშე, წინასწარი ჩაწერით ემსახურება. კლინიკა ყოველ დღე, კვირის გარდა, 09:00-დან 21:00 საათამდე მუშაობს.

“ინდიგო” მომხარებელს ყველა ტიპის სტომატოლოგიურ მომსახურეობას სთავაზობს, მათ შორის იმპლანტაციასაც. სერვისის ხელმისაწვდომობისთვის, შესაძლებელია განვადებით სარგებლობაც.

“ინდიგოს” სტომატოლოგიური რჩევების მისაღებად შეგიძლიათ გამოიწეროთ არხი იუთუბზე: https://www.youtube.com/channel/UCFfICoF4wp8my2FWuGqch4w, ასევე, გაეცნოთ კლინიკის ოფიციალურ გვერდს ფეისბუქზე: https://www.facebook.com/IndigoDentalClinics

კონსულტაციაზე და ექიმთან ჩასაწერად დარეკეთ ნომრებზე: (+995 32) 2 731313

(+995) 514 311113

სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო
სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო

სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო
სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო

მასალების გადაბეჭდვის წესი