ტექნოლოგიები

Facebook მომხმარებლებს ახალ ვირტუალურ განზომილებას შესთავაზებს

19 თებერვალი, 2015 • • 1305
Facebook მომხმარებლებს ახალ ვირტუალურ განზომილებას შესთავაზებს

კომპანიის წარმოადგენლის, ქრის კოქსის თქმით, მომავალში ფეისბუქის მომხმარებლებს  შესაძლებლობა ექნებათ, თავაინთი გამოცდილება ე.წ. 360-გრადუსიან ვირტუალურ სივრცეში გააზიარონ. კოქსის განმარტებით, უკვე შექმნილია პროექტის დემო-ვერსია. კომპანიის წარმომადგენლის თქმით,  ფეისბუქი მომხმარებლისგან ახალ პროექტში ჩართულობას ელის. მათ მიერ შემუშავებული ახალი ფუნქცია მომხმარებლის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოს მასალასა და ტექსტს ახალ განზომილებას მისცემს.

 

გასულ წელს ფეისბუქს ვირტუალური რეალობის ამსახველი სისტემის შესყიდვა 2 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რომელიც მომხმარებლებს სპეციალური სათვალით აუდიო-ვიზუალურად დაკავშირების საშუალებას მისცემს. ცუკერბერგის თქმით, შემუშვებული ვირტუალური სისტემის გამოყენების შესაძლებლობა თავიდან თამაშებისთვის, მოგვიანებით კი – სხვა მიზნებისთვისაც იქნება შესაძლებელი.

 

“წარმოიდგინეთ, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიხვიდეთ ექიმთან, ოღონდ მხოლოდ ვირტუალური სათვალის გამოყენებით” , –  განაცხადა ცუკერბერგმა.

 

მისივე თქმით, მომხმარებლები  ახალ შემოთავაზებას უახლოეს მომავალში არ უნდა ელოდონ, რადგან ვირტუალური ხედვის სათვალის გამოყენება ფართოდ გავრცელებული არ არის, ამ ეტაპზე კი მათ  არც ის იციან, რამდენად პოპულარული და ძვირი იქნება ის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი