ტექნოლოგიები

შსს აცხადებს, რომ 9 ქართულ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერდანაშაული გახსნა

13 იანვარი, 2015 • 1320
შსს აცხადებს, რომ  9 ქართულ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერდანაშაული გახსნა

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით შ-მ სხვადასხვა დროს, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, უკანონოდ შეაღწია და ცრუ ინფორმაცია განათავსა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ასევე საინფორმაციო სააგენტო ,,სამოქალაქო პრესის“ ვებ-გვერდებზე – http://szs.gov.ge, http://moa.gov.ge, http://cp.ge. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ უკანონოდ შეაღწია droni.ge-ს, news.ge-ს, newpress.ge-ს, guria.gov.ge-ს, dea.ge-ს და ipn.ge-ს ვებ-გვერდებზე.

 

აღნიშნულ ვებგვერდებზე გამოქვეყნდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომის შესახებ.

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დავით შ-ს საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და კომპიუტერული მონაცემების ხელყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

გამოძიებას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.

სავარაუდოდ, Meca-მ კვირას გატეხა კარფურის ქართული ვებგვერდი. ამ ფაქტს ასევე იძიებს შსს, თუმცა, რა ეტაპზეა გამოძიება, ჯერჯერობით ინფორმაციას არ ავრცელებს. ვებგვერდი ამ დროისთვისაც გათიშულია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი