ტექნოლოგიები

Apple ჰაკერების მიერ ცნობილი ადამიანების პირადი ფოტოების გავრცელების საქმეს იძიებს

2 სექტემბერი, 2014 • • 1993
Apple  ჰაკერების მიერ ცნობილი ადამიანების პირადი ფოტოების გავრცელების საქმეს იძიებს

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლების პირადი სივრცის დაცულობა და აქტიურად ვიძიებთ ამ საქმეს”,- განაცხადა Apple-ის სპიკერმა ნათ კერისმა, რომელსაც დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. მის კომენტარს ბლუმბერგი აქვეყნებს.

 

ტელეგრაფის ცნობით, ჰაკერებმა დაახლოებით 100 ამერიკელი და ბრიტანელი ცნობილი ადამიანის შიშველი ფოტოები ანონიმურ ვებ-გვერდზე ატვირთეს. ტელეგრაფის ინფორმაციითვე, ჰაკერბმა ცნობილი ადამიანების პირადი ფოტოები iCloud-ის ანგარიშებზე შეღწევით მოახერხეს. ჰაკერების ერთ-ერთმა მსხვერპლმა ოსკაროსანმა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა დაადასტურა, რომ ფოტოები მას ეკუთვნის და მომხდარს “კონფიდენციალურობის უხეში და საშინელი დარღვევა” უწოდა.

 

ჯენიფერ ლოურენსი
ჯენიფერ ლოურენსი

 

iCloud -ის სერვისი Apple-ის სტრატეგიის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც  აიფონებს, ტაბებს და კომპიუტერებს აერთიანებს და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეინახონ მათი კონტაქტები, მაილები, ფოტოები და სხვა პერსონალური ინფორმაცია გარე სისტემაზე.

 

აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ განცხადება პირველ სექტემბერს გაავრცლა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფოტოების გავრცელებასთნ დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. ბლუმბერგთან იმეილით მიმოწერისას ფედერალური საგამოძიებო ბიუროს სპიკერმა განაცხადა, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო აქვეყნებენ მოკლე განცხადებს, რადგან, როგორც წესი, საგამოძიებო ორგანო გამოძიების პროცესში არ ავრცელებს განცხადებებს.

 

iCloud-ის მომხმარებლებისთვის რისკის არსებობა დამოკიდებულია იმაზე, მოხდება თუ არა დარღვევა ეფლის უსაფრთხების სისტემაში, ან ცნობილი ადამიანების პერსონალურ ანგარიშებში, – ამბობს კლიფორდ ნოიმანი, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კომპიუტერული სისტემების უსაფრთხების ცენტრის ხელმძღვანელი. მეორე მხრივ, მომხმარებლების ნაწილი შეიძლება ვერ იგებდეს, თუ როდის და როგორ იყენებენ ასეთ სერვისებს, განსაკუთრებით – მათი გაშვებისას. “ინფორმაცია ტოვებს თქვენს განკარგულებაში არსებულ მოწყობილობებს და ინახება სხვაგან მდებარე სერვერზე” – თქვა ნოიმანმა სატელეფონო ინტერვიუში. “უმეტეს შემთხვევებში, ეს შეიძლება კარგია, მაგრამ როდესაც სენსიტიურ საკითხებს ეხება საქმე – ეს უკვე პრობლემაა”.

 

კომპანია “ეფლი” ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას 9 სექტემბერს გეგმავს, კომპანიამ ახალი აიფონი, უფრო დიდი ეკრანით და სხვა პორტატული მოწყობილობები უნდა წარადგინოს, ფოტოსურათების გავრცელება დაგეგმილ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა.

 

ტელეგრაფის ცნობით, ჰაკერებმა კიმ კარდაშიანის, მომღერალ რიანას, მსახიობ სელენა გომესის და კრისტენ დანსტის ფოტოები გაავრცელეს. Time-ის ინფორმაციით კი, ჰაკერები სხვა ცნობილი სახეების ფოტოების გავრცელებასაც გეგმავენ.

 

პირადი ფოტოების  გავრცელების ერთ- ერთ ახსნას სტრენდფორდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი ვუდრო ჰარცოგი გვაწვდის. მისი თქმით, ფოტოებამდე მიღწევის საშუალება ე.წ. პაროლების განახლების და შეცვლის სისტემა შეიძლება იყოს. მომხმარებლები როცა დავიწყებული პაროლების აღდგენას ცდილობენ, მათ საკუთარ თავის შესახებ დასმულ შეკითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა, ცნობილი ადამიანები ამ მხრივ განსაკუთრებით მოწყვლადი არიან, რადგან მათი ისტორია, თუ სად დაიბადნენ,  იოლად ხელმისაწვდომია ბიოგრაფიებში, ახალ ამბებში და ისეთ ვებ-გვერდბზე, როგორიც ვიკიპედიაა.

 

“მონაცემთა დაცვა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე” – თქვა ჰარცოგმა სატელეფონო ინტერვიუში. “ჩვენ ცხოვრების ინტიმურ მომენტებს ინტერნეტში ვინახავთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია იყოს დაცული, რამდენადაც ეს შესაძლებელია”

 

როგორც კი პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა შიშველი ფოტოები, გასაჯაროვდება, ამერიკის მთავრობა ამასთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს აკეთებს- ამბობს ჰარცოგი. მისივე თქმით, დაცვის საშუალებები, მათ შორის მონაცემების წასაშლელად, მწირია.

 

“სავარაუდოდ ეს ფოტოები კვლავ არსებობს” – თქვა მან – ცნობილი ადამიანისთვის თუ  პორნოგრაფიის ნებისმიერი სხვა მსხვერპლისთვის ძალიან ძნელია, რომ ადეკვატური საკანონმდებლო დახმარება იპოვოს”

 

ზოგიერთი ცნობილი სახე, რომელთა ანგარიშებიც დაჰაკეს, აცხადებს, რომ ფოტოები გაყალბებულია, მაგალითად, ვიქტორია ჯასთისმა  ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი