ტექნოლოგიები

Flickr-ი Facebook-ისა და Google-ის ანგარიშებით ავტორიზაციას აუქმებს

6 ივნისი, 2014 • • 1385
Flickr-ი Facebook-ისა და Google-ის ანგარიშებით ავტორიზაციას აუქმებს

ამის შესახებ Flickr-ის ფორუმზე ხელმძღვანელის, მარკუს სპირინგის წერილია გამოქვეყნებული.

ვებ–გვერდის ხელმძღვანელი იტყობინება, რომ თუკი მომხმარებლები აქამდე ავტორიზაციას Facebook–ით და Google–ის ანგარიშით გადიოდნენ, 30 ივნისიდან Flickr–ის საკუთარ გვერდზე შესვლას მხოლოდ Yahoo-ს ელექრონული ფოსტის გამოყენებით შეძლებენ. Yahoo-ს ელ–ფოსტის არქონის შემთხვევაში,  Flickr-ი მათ ანგარიშებს გააუქმებს.  

 

Yahoo-ს ელ-ფოსტის გახსნის შემდეგ Flickr-ის ანგარიშთან დასაკავშირებლად საიტზე სპეციალური ლინკია მოცემული

https://accounts-flickr.yahoo.com/account/update/email

 

შეგახსენებთ, რომ Flickr-ი 2004 წელს შეიქმნა, ხოლო 2005 წელს მისი მფლობელი Yahoo! გახდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი