ტექნოლოგიები

ვებგვერდები, სადაც ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია

4 ივნისი, 2014 • • 1504
ვებგვერდები, სადაც ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია

“საქართველომ გაზარდა მთავრობის ანგარიშვალდებულება და გააუმჯობესა მოქალაქეთა ხელმისწვდომობა საჯარო ინფორმაციაზე. მაგალითად, საჯარო შესყიდვებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების  სფეროში, თუმცა ვერ აჩვენა პროგრესი გადაწყვეტილების მიღების  პროცესში მოქალაქეთა ჩრთულობის კუთხით” – ეს არის ძირითადი დასკვნა, რომელიც  ღია მმართველობის პარტნიორობის (0GP) ანგარიშში საქართველომ აჩვენა. 

 

ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედი გეგმა 12 ვალდებულებისაგან შედგება, რომელთაგან უმეტესობა საჯარო ინფორმაციისა და სერვერების ხელმისაწვდომობასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების არსებული მექანიზმების გაუმჯობესებას შეეხება.

 

“საქართველო არის ღია მმართველობის ინიციატივის წევრი. ეს გლობალური ინიციატივა არის 2011 წლიდან. ჩვენი პირველი ანგარიში წარმოდგენს საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის დამოუკიდებელ შეფასებას, ხოლო მეორე ნაწილი ეხება უფრო ტექნიკურ მხარეს. რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო მონაცემები გამოქვეყნდეს ღია მონაცემების ფორმტში, რომ ადვილი იყოს მოქლაქეებისათვის მისი შემდგომი დამუშავება. ძირითადი დასკვანა არის ის, რომ 2012–2013 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა ორიენტირებულია ინფორმციის ხელმისაწვდომობაზე და სერვისების მიწოდებაზე. მაგრამ არ არის გამოკვეთილი ამ სამოქმედო გეგმაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმები. ასევე, საჯარო მონაცემები ღია მონაცემების ფორმატში გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ჩვენი ორგანიზაციის ძირითადი რეკომენდაცია არის, რომ მთავრობამ შექმნას ადვილად ხელმისაწვდომი მექანიზმები მოქალაქეებისათვის, რათა ისინი ჩერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს იქნება საკანონმდებლო პროცესში ჩართვა, საკანონმდებლო აქტებზე კომენტარის გაკეთება და შემდგომ მოქალაქეების  აზრის ასახვა კანონებში თუ სხვა საშუალებებში, იგივე ბიუჯეტის შედგენის პროცესში მოქალაქეების აზრის მაქსიმალური გათვალისწინება. მეორე უფრო ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციაა, რომ მონაცემები გამოქვეყნდეს ისეთ ფორმატში, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს ადვილად დაამუშაონ. ახლა მონაცემები არის დასკანერებული სახით, რაც ართულებს მათ დამუშავებას. არსებობს ღია მონაცემების ფორმატები, შესაძლებელია მათი კატეგორიზაცია, ამათი გამოყენება და ანალიზი”,- ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართვლოს” წარმომადგენელი ლაშა გოგიძე.      

 

შეფასების შედეგად ყველაზე ხელმისაწვდომია პარლამენტის კენჭისყრის  მონაცემთა ვებგვერდი http://votes.parliament.ge/ka . ვებგვერდზე ინფორმაცია მოცემულია ხელმისაწვდომი ფორმით, გარდა ამისა, წარმოდგენილი მონაცემები სიზუსტით და რელევანტურობით ხასიათდება. ვებგვერდი უზრუნველყოფილია განაცხადის პროგრამირების ინტერფეისით. ნებისმიერი ცვლილება ავტომატურად და პროგრამულად ხელმისაწვდომი ხდება ნებისმიერი პირისთვის. 


მაღალი ქულა დაიმსახურა http://results2012.cec.gov.ge/ და  http://results2013.cec.gov.ge/ – მიუხედავად იმისა, რომ  ორივე ვებგვერდი მხოლოდ რამდენიმე გვერდისაგან შედგება და ყველა რელევანტურ მონაცემს შეიცავს, რომელიც ადვილად არის ხელმისწვდომი და ღია ფორმატშია წარმოდგენილი. 


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდმა www.geostat.ge  ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო. ვებგვერდი დიდი რაოდენობის ინფორმაციას შეიცავს, თუმცა ზიგიერთი მონაცემის მისაღებად თანხის გადახდაა საჭირო. 


ასვე შეაფსების დაბალი ქულა მიიღო შემოსავლების სამსხურის www. rs.ge ვებგვერდმა, რაც ძირითადად მისი ექსპორტისა და იმპორტის გვერდმა განაპირობა. ამ გვერდზე რელევანტური ინფორმაციაა გამოსახული, თუმცა მონაცემები მხოლოდ გრაფიკების სახით არის წარმოდგენილი და მონაცემთა სანახავად სპეციალური ფორმის შევსებაა საჭირო. 


საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობას (0GP) ოფიციალურად 2011 წლის აგვისტოში შეუერთდა, როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ  ქვეყნის 0GP–ში გაწევრიანების თაობაზე განაცხადა.  


 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი