ტექნოლოგიები

თბილისში პირველი ინტერნეტ ფორუმი გაიმართება

23 მაისი, 2014 • • 1333
თბილისში პირველი ინტერნეტ ფორუმი გაიმართება

ინტერნეტ ფორუმის მიზანი ბლოგერების, ონლაინ აქტივისტების და ინტერნეტის განვითარებით დაინტერესებული პირების შეკრებაა. ისინი ფორუმზე თავიანთ ბლოგებზე, პროექტებისა და იდეების შესახებ 10-15 წუთიანი მოხსენებებით წარდგებიან, ასევე, დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებენ.

 

“საქართველოში ინტერნეტის განვითარებისა და ხელმისაწვდომობის ზრდის პარალელურად იზრდება ადამიანთა დაინტერესება ციფრული ტექნოლოგიების მიმართ. თბილისის ინტერნეტ ფორუმი ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს გაიცნონ ერთმანეთი, გაუზირონ ერთმანეთს გამოცდილება, დასახონ მიზნები და სამომავლოდ განახორციელონ საინტერესო პროექტები”, –  ნათქვამია ფორუმის ორგანიზატორთა განცხადებაში.

 

განათლების მულტიმედია ცენტრის მისამართია ალექსანდრე ჭავჭავაძის 10ა. ფორუმზე დასწრება მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებულ პირებს შეუძლიათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი