ტექნოლოგიები

აშშ ჩინეთს კიბერჯაშუშობაში სდებს ბრალს

20 მაისი, 2014 • • 1094
აშშ ჩინეთს კიბერჯაშუშობაში სდებს ბრალს

ამერიკელი გამომძიებლების თქმით, ჰაკერებმა  საიდუმლო სავაჭრო ინფორმაცია და შიდა დოკუმენტაციები 5 კომპანიაზე და 1 პროფკავშირზე კიბერშეტევის გზით მოიპოვეს.

FBI–ის მიერ დასახელებული ხუთივე დამნაშავე ჩინეთის არმიის ქვედანაყოფის წევრები არიან.  ჰაკერები ლითონებით, მზის პროდუქტებისა და ბირთვული მრეწველობით  იყვნენ დაინტერესებული. წყარო იმ კომპანიების სიასაც აქვეყნებს, რომლებიც ამ თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ.

აშშ–ის გენერალური პროკურორის, ერიკ ჰოლდერის თქმით, ობამას ადმინისტრაცია ვერ იქნება ტოლერანტული იმ უცხო ქვეყნების  მიმართ, რომლებიც აშშ–ის კომპანიებში საბოტაჟს ახორციელებენ.

“განხორციელებული კიბერშეტევა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს –  ინფორმაციის აშშ–ის საზიანოდ და ჩინეთის სახელმწიფოებრივი კომპანიების სასარგებლოდ მოპოვებას,” – განაცხადა  გენერალურმა პროკურორმა.

ოფიციალური პეკინი  უარყოფს ამ ბრალდებას და ამბობს, რომ იგი უსაფუძვლოა და ფარულ მიზნებს ემსახურება.  ჩინეთის მხარე  ამ ბრალდებას ორ ქვეყანას შორის პარტნიორობისთვის ხელშემშლელად მიიჩნევს. ჩინეთმა აშშ–ის საკუთარი ელჩი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გამოიძახა.

“ჩინეთი მტკიცედ დგას კიბერსივრცის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე. არც ჩინეთის სახელმწიფოს, არც სამხედროებს და არც სხვა სამთავრობო წარმომადგენლობას არ ჰქონიათ შეხება ონლაინ–ჯაშუშობასთან”, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

BBC-ზე დაყრდნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკული მხარე  სხვა ქვეყანის სამხედრო მოსამსახურეებს კიბერჯაშუშობაში სდებს ბრალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი