Samsung-მა Galaxy S9 და S9 Plus წარადგინა [ვიდეო]

სამსუნგმა დღეს ორი ახალი ფლაგმანი სმარტფონი წარადგინა- სამსუნგ გალაქსი S9 (Samsung Galaxy S9) და სამსუნგ გალაქსი S9 Puse. ქვემოთ წაიკითხავთ, რას უნდა ელოდოთ სამსუნგის ახალი სმარტფონებისაგან.

გალაქსი S9

აქვს 5.8-ინჩიანი ეკრანი, მუშაობს ანდროიდის უახლესი ორეოს ოპერაციულ სისტემაზე. აქვს ახალი ცვლადი დიაფრაგმის კამერა, რომელიც სამსუნგის მტკიცებით დაბალ განათებაზე მაქსიმალური ხარისხის ფოტოებს იღებს. წინა მოდელისაგან განსხვავებით, შეცვლილია თითის ანაბეჭდის სენსორის ადგილი და ამჟამად კამერის ქვემოთ მდებარეობს და არა მის შემდეგ. გალაქსი S9-ის გაყიდვა 16 მარტიდან დაიწყება და მისი საწყისი ფასი 720 დოლარია.

გალაქსი S9 Plus

S9-ისაგან განსხვავებით, Plus-ის ეკრანი 6.2 ინჩის ზომისაა. აქვს უფრო მძლავრი ელემნტი და ორმაგი უკანა კამერა. ცხადია, საწყისი ფასიც განსხვავებულია – 840 დოლარი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com