ტექნოლოგიები

გამოგონებები, რომლების ავტორებიც ქალები არიან

8 სექტემბერი, 2017 • 12502
გამოგონებები, რომლების ავტორებიც ქალები არიან

საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის თანახმად, ქალებს მეცნიერებაში ფეხის მოკიდება ძალიან უჭირთ. ამბობენ, რომ მამაკაცები უფრო გამოირჩევიან სამეცნიერო თემებისადმი ინტერესით, გამომგონებლობითი ნიჭით და ასე შემდეგ. სტატიაში მოყვანილი ხუთი ქალის გამოგონებები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

ანა კონელი – საევაკუაციო კიბეები

ფოტო: FlipQuiz

ფოტო: FlipQuiz

ხანძარი მაღალსართულიან შენობებში ყოველთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა იყო აშშ-ში, ადამიანები ვერ ასწრებდნენ დროულად შენობების დატოვებას და მეხანძრეები მხოლოდ პირველ ოთხ სართულზე მცხოვრები ადამიანების გადარჩენას ახერხებდნენ. მეცხრამეტე საუკუნეში ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა ნიუ იორკში, როცა ხანძრის შედეგად ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, სწორედ ამიტომ ქალაქის მმართველებმა 60-იან წლებში აქტიურად დაიწყეს ფიქრი საევაკუაციო მეთოდებზე. მარტივი კონსტრუქციით აგებული კიბე, რომელიც დღესდღეობით თითქმის ყველა შენობის უკანა მხარეს არის დამაგრებული და ხანძრის დროს  ეხმარება ადამიანს შენობის დატოვებაში, სწორედ ამ წლებში გამოიგონეს დ გამოგონების ავტორი ამერიკელი ქალი ანა კონელია.

 

ფოტო: Wereblog

ფოტო: Wereblog

ანა კონელის გამოგონება თავდაპირველად უფრო ხიდი იყო, ვიდრე კიბე, ხიდი აკავშირებდა ერთ მაღალსართულიან შენობის მეორესთან და იმ შემთხვევაში, თუ შენობაში ხანძარი გაჩნდებოდა, მაცხოვრებელი ბოლო სართულზე ავიდოდა და ფოლადის ხიდით მოპირდაპირე კორპუსში გადავიდოდა. გამოგონება ნელ-ნელა დაიხვეწა და მეოცე საუკუნის 30-იან წლებში უკვე კიბის სახით ძალიან ბევრ შენობაზე დამაგრდა.

დოქტორ მარია ტელკესი  – მზის ენერგიაზე მომუშავე გამათბობელი

ფოტო: Year of Women in History

ფოტო: Year of Women in History

უნგრული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი მარია ტელკესი ბუდაპეშტში მეოცე საუკუნის დასაწყისში დაიბადა. სამეცნიერო ხარისხის დაცვის შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და 1937 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა. სწორედ ამის შემდეგ უფრო აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში და ატარებდა სხვადასხვა გამოკვლევას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

მეორე მსოფლიო ომის დროს, მარია ტელკესმა დისტილატორის – სპეციალური ხელსაწყოს საშუალებით მოახერხა, რომ მტკნარ წყლად ექცია ზღვის მარილიანი წყალი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მისი მთავარი გამოგონება, 1947 წელს ილინორ რეიმონდთან ერთად დააპროექტა პირველი შენობა, რომელიც მზის ენერგიით გათბებოდა.

telkes_005

მარია ტელკესს უამრავი სამეცნიერო პრემია აქვს მოპოვებული და სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად აგრძელებდა სხვადასხვა გამოგონებაზე მუშაობას.

ფლორენს პარპარტი – მაცივარი

CUc3OJzUYAASzwe

ფლორენსი ჩვეულებრივი ამერიკელი დიასახლისი იყო, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებდა სამზარეულოში, რეცხავდა, გვიდა, ალაგებდა… ერთ დღესაც მას მაცივრის შექმნის იდეა მოუვიდა და დღეს სწორედ ამ ქალს უნდა ვუმადლოდეთ მაცივრის იმ ფორმით არსებობას, რაც თანამედროვე სამზარეულოებში დგას.

ფლორენს პარპატის გამოგონებით ბევრი მეცნიერი დაინტერესდა და ქალმა იდეა დააპატენტა, რის შემდეგაც აქტიურად შეუდგა სარეკლამო კამპანიას და დაიწყო თავისი პროდუქტის მთელ ამერიკაში გაყიდვა. ფლორენს პარპარტმა მოახერხა მომხმარებლამდეც მიეტანა თავისი მნიშვნელოვანი გამოგონება.

refrigerator-invention-by-florence-parpart

მიუხედავად ამ წარმატებებისა, ხშირად ამბობდნენ, რომ ფლორენსის გამოგონება სინამდვილეში სულაც არ ყოფილა მისი და მაცივრის იდეა ფლორენსის ქმარს ეკუთვნოდა, რომელიც კარგად ერკვეოდა ელექტრობაში.

ჰედი ლამარი – უსადენო ტრანსმისიების ტექნოლოგია

1440_Hedy-Lamarr

ჰედი ლამარი ცნობილი ავსტრიელი მსახიობია, რომელიც მაყურებელში ყოველთვის პოპულარული იყო თავისი ფილმებითა და შესრულებული როლებით, მაგრამ მეოცე საუკუნის ბოლომდე ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა, რომ ჰედი ლამარი არის ავტორი ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონებისა. ჰედი ლამარი და ჯორჯ ანტიელი არიან ავტორები უსადენო ტრანსმისიებისა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტებთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის გახდა საჭირო გამოეგონებინათ ისეთი მექანიზმი, რომელიც დაეხმარებოდა ადამიანებს ერთმანეთთან უსაფრთხოდ დაკავშირებაში, სწორედ ამიტომ, ჰედი ლამარმა შექმნა უსადენო სისტემა, რომელსაც „საიდუმლო კომუნიკაციის სისტემა“ დაერქვა.

wifi_icon_shutterstock

იმ პერიოდში ჰედი ლამარის გამოგონება ძალიან არაპოპულარული იყო. კუბის სარაკეტო კრიზისის დროს კი ტექნოლოგია თავიდან გამოიყენეს; მეოცე საუკუნის ბოლოს უფრო აქტიურად დაიწყო მისი გამოყენება. დღესდღეობით რთული წარმოსადგენია ცხოვრება უსადენო ინტერნეტის და მობილური ინტერნეტის გარეშე.

ელის პარკერი – ცენტრალური გათბობა

ფიტი: lyons-family.co.uk

ფიტი: lyons-family.co.uk

1919 წელს ელის პარკერმა დააპატენტა იდეა ცენტრალურ გათბობაზე, რომელსაც დღესდღეობით მილიონობით ადამიანი იყენებს მსოფლიოში. ელის პარკერის ბავშვობაზე ძალიან ცოტა ინფორმაცია არსებობს, ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ  ამ ქალის დამსახურებაა, მსოფლიოში უამრავი ადამიანი კომფორტული სისტემით რომ ათბობს სახლს.

alicehparker-02

ელის პარკერის გამოგონება ითვალისწინებდა სახლის გაზის ენერგიით გათბობას. მას ასევე სურდა, ოთახები ერთმანეთთან სპეციალური მილების საშუალებით დაკავშირებულიყო, ანუ სურდა ისეთი გათბობის ერთიანი სისტემის შეექმნა, რომელიც თანაბრად გაათბობდა ყველა ოთახს. ინოვაციური ტექნოლოგიის გამოყენება მეოცე საუკუნეშივე დაიწყო, რამაც სახელი გაუთქვა გამომგონებელ ქალს.

რუბრიკის მხარდამჭერია სამშენებლო კომპანია „ანაგი“.

http://anagi.ge/

რუბრიკაში გამოქვეყნებული მასალების თემა და შინაარსი არ თანხმდება მხარდამჭერ ორგანიზაციასთან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი